LIFE

სააღდგომო სამზადისი Glovo-ზე: შეთავაზებები სუპერმარკეტებისგან და საუკეთესო პასკები ქალაქში

სააღდგომო სამზადისი Glovo-ზე: შეთავაზებები სუპერმარკეტებისგან და საუკეთესო პასკები ქალაქში

რაც უფრო ახლოვდება ბრწყინვალე აღდგომა, ქალაქი მით მეტად ეფლობა დღესასწაულის რიტმში. თითოეული ოჯახი იმარაგებს პროდუქტებს წითელი პარასკევისთვის თუ ტრადიციული პასკების გამოსაცხობად. ამ დღეებში მაღაზიები განსაკუთრებით გადატვირთულია, სასურველი პროდუქტებისა თუ ქალაქში საუკეთესო პასკების ყიდვა კი - თითქმის შეუძლებელი. ამ სადღესასწაულო ქაოსში კი, დრო, ყველაზე ძვირფასი რესურსი, უბრალოდ იკარგება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ Glovo აერთიანებს ყველაფერს, რაც სააღდგომოდ დაგჭირდებათერთ აპლიკაციაში, სახლიდან გაუსვლელად.

სუპერმარკეტების სააღდგომო შეთავაზებები Glovo-ზე

Carrefour-ში განსაკუთრებული შეთავაზება: Glovo-ზე კარფურის 50%-იან ფასდაკლებასთან ერთად განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ - შეიყვანეთ პრომო კოდი 50CRFGLOVO, შეავსეთ კალათა მინიმუმ 150 ლარის ღირებულების პროდუქტებით და მიიღეთ 50-ლარიანი ფასდაკლება, თანაც ისარგებლეთ უფასო მიტანით!

ენდრო, სანელებლები და ყველაფერ აღდგომისთვის: როგორც უკვე დაგპირდით, Glovo შეგიმსუბუქებთ სააღდგომო სამზადისს. შეიძინეთ სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო ყველა პროდუქტი პირდაპირ აპლიკაციიდან — იქნება ეს ენდრო კვერცხების შესაღებად, არომატული სანელებლები, მწვანილი ჩაქაფულისთვის, პასკის ფორმა თუ სხვა აუცილებელი ინგრედიენტები.

ქალაქში საუკეთესო პასკებიმხოლოდ Glovo-ზე: თუკი პასკას თავად არ ამზადებთ, ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია პასკის გარეშე. ამ წლის ყველაზე გემრიელი და მრავალფეროვანი არჩევანი სწორედ Glovo-ზე გელოდებათ. ტრადიციული პასკა და ბავშვობის განუმეორებელი გემო, შოკოლადის კრემით გაჯერებული, თანამედროვე მოტივით გაფორმებული უგემრიელესი ვერსია, პასკა ფსტის კრემით — ნამდვილი აღმოჩენა გურმანებისთვის თუ უგლუტენო — ალტერნატივა მათთვის, ვინც განსაკუთრებული კვების წესს მისდევს - Glovo-ზე ყველა ადამიანი აღმოაჩენს რაღაც განსაკუთრებულს!

საუკეთესო ფასები, უფასო მიტანა და ქალაქის წამყვანი სუპერმარკეტები: Glovo-ს სუპერმარკეტებიდან შეგიძლიათ შეუკვეთო ყველაზე საჭირო და პოპულარული პროდუქტები საუკეთესო ფასად, უფასო მიტანით, თბილისისა და სხვა ქალაქების ყველაზე ხალხმრავალი მაღაზიებიდან - და ეს ყველაფერი ლოდინის გარეშე!