LIFE

როგორ მოვემზადოთ ფრენისთვის? - Wizz Air-ის რეკომენდაციები

როგორ მოვემზადოთ ფრენისთვის? - Wizz Air-ის რეკომენდაციები

ფრენა შესაძლოა, ძალიან ამაღელვებელი გამოცდილება იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, შედარებით მოკლე მგზავრობას აპირებთ თუ გრძელს — წინასწარ მომზადება აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი მოგზაურობა წარიმართოს უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად. როგორ შეგიძლიათ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე მშვიდად და უსაფრთხოდ? აი, რამდენიმე რჩევა სწორად მოსამზადებლად:

ფრენამდე – როგორ მოემზადოთ სწორად

გონივრულად ჩაალაგეთ ბარგი – ხელბარგში გქონდეთ აუცილებელი ნივთები: სამგზავრო დოკუმენტები, მედიკამენტები, მსუბუქი ხემსი და წყლის ბოთლი, რომლის შევსებასაც შეძლებთ. ძვირფასი ნივთები და ის, რაც ფრენის დროს შესაძლოა დაგჭირდეთ, შეინახეთ ხელბარგში და არა ჩასაბარებელ ბარგში.

ჩაიცვით კომფორტულად – აირჩიეთ თავისუფალი, ჰაერგამტარი ტანსაცმელი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი, რათა თავი იგრძნოთ კომფორტულად ფრენისას, მათ შორის შეშუპების შემთხვევაშიც. გრძელი ფრენებისას რეკომენდებულია კომპრესიული წინდების გამოყენება – ისინი მჭიდროდ ერგება ფეხებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ტკივილს და შეშუპებას და ამავდროულად ამცირებს ღრმა ვენური თრომბოზის (DVT) და ცირკულაციის სხვა პრობლემების რისკს.

დარჩით ჰიდრატირებულ მდგომარეობაში და იკვებეთ სწორად – ფრენამდე მოერიდეთ კოფეინისა და ალკოჰოლის მიღებას. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ, ნოყიერ საკვებს სისხლში შაქრის დონის დასაბალანსებლად.

ფრენის დროს – როგორ შევინარჩუნოთ კომფორტი
იმოძრავეთ რეგულარულად – ფრენისას გაითვალისწინეთ დროის ხანგრძლივობაც. იმოძრავეთ, გაიარეთ სალონში (თუ შესაძლებელია) და შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები. ეს დაგეხმარებათ ღრმა ვენური თრომბოზის (DVT) რისკის შემცირებაში.

დალიეთ საკმარისი წყალი – თვითმფრინავის სალონში ტენიანობა დაბალია, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. დალიეთ წყალი ფრენის განმავლობაში. ტკბილმა სასმელებმა შეიძლება გაამწვავოს ეს მდგომარეობა და გამოიწვიოს თავის ტკივილიც.

დაისვენეთ და მოდუნდით – მეტი კომფორტისთვის და ხარისხიანი გამოძინებისთვის გამოიყენეთ თვალის ნიღაბი, სამგზავრო ბალიში და ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები. ეცადეთ, მოწყდეთ ყოველდღიურ ხმაურს და სრულად მოდუნდეთ – წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას ან უყურეთ ფილმებს, რაც დაგეხმარებათ განტვირთვაში და მოგზაურობის პროცესის გაადვილებაში.

შეზღუდეთ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება – ორივე ხელს უწყობს გაუწყლოებას და არღვევს ძილის რეჟიმს. ალკოჰოლი მოქმედებს როგორც დიურეტიკი – ის აჩქარებს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. რეკომენდებულია მინიმუმამდე დაიყვანოთ ალკოჰოლის მიღება ფრენამდე და ფრენის დროს.

გამოიყენეთ პირბადე – თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, გაქვთ გაციება ან ცემინება, გთხოვთ იყოთ გულისხმიერი სხვა მგზავრების მიმართ და გამოიყენოთ პირბადე – მათი ჯანმრთელობაც მნიშვნელოვანია.

თუ რეგულარულად იღებთ მედიკამენტებს

ყოველთვის ქონიეთ თან მედიკამენტები – მედიკამენტები შეინახეთ ხელბარგში, რათა ფრენის განმავლობაში მარტივად გქონდეთ წვდომა.

დაიცავით რეჟიმი – თუ მედიკამენტს იღებთ გაღვიძებისთანავე, შეინარჩუნეთ თქვენი ჩვეულებრივი დრო, თუნდაც ფრენა დილას იყოს.

დააყენეთ შეხსენებები – დააყენეთ ტელეფონში შეხსენებები, რათა სასაათო სარტყელების ცვლილების დროს არ გამოგრჩეთ დოზა.

წამოიღეთ ცხვირის სპრეი – გაციების სიმპტომების შემთხვევაში, შესაძლოა ყურზეც შეგექმნათ პრობლემა. იქონიეთ ყელის წამალი ან რაიმე დამამშვიდებელი საშუალება, დალიეთ ცხელი სასმელები.

თუ გადაიტანეთ სამედიცინო პროცედურა

მოიტანეთ Fit-to-Fly ცნობა – თუ გაქვთ ხილული ფიზიკური შეზღუდვა ან ახლახანს გაიკეთეთ ოპერაცია, საჭიროა ექიმის ცნობა, რომელიც დაადასტურებს ფრენისთვის მზადყოფნას. ცნობა უნდა იყოს გაცემული ფრენამდე არაუგვიანეს 6 დღისა.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან – ოპერაციის შემდეგ ფრენა შეიცავს რისკებს. ფრენამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და დაელოდეთ რეკომენდირებულ პერიოდს.

თუ ორსულად ხართ

შეატყობინეთ ეკიპაჟს - აცნობეთ ჩვენს გადამზადებულ ბორტგამცილებლებს თქვენი ორსულობის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში მოგაქციონ დამატებითი ყურადღება და უზრუნველყონ რეგულაციების დაცვა. თუ ფრენის დროს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ეკიპაჟს.

Fit-to-Fly ცნობა - ორსულობის 28-34 კვირის პერიოდში აუცილებელია ექიმის მიერ გაცემული Fit-to-Fly ცნობა. თუ ეს დოკუმენტი არ გექნებათ, მოგიწევთ შესაბამისი პასუხისმგებლობის ფორმის (Disclaimer) შევსება. 34-ე კვირის შემდეგ ფრენა აღარ არის ნებადართული, ხოლო ტყუპებზე ორსულობის შემთხვევაში ფრენა შესაძლებელია მხოლოდ 32 კვირამდე.

ფრენის დროს სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევის შემთხვევაში, ეკიპაჟის წევრები გაგიწევენ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ თვითმფრინავის დაშვებას უახლოეს აეროპორტში. თუ საჭირო გახდა ფრენის მიმართულების შეცვლა მგზავრის გაუარესებული მდგომარეობის გამო, აღნიშნული მგზავრი გადაეცემა ადგილობრივ გადაუდებელ სამედიცინო სამსახურებს. ასეთ შემთხვევაში, მგზავრი თავად არის პასუხისმგებელი შემდგომ ტრანსპორტირებასა და სახლში დაბრუნებაზე, მას შემდეგ რაც შესაბამისი სამედიცინო დახმარებას მიიღებს და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ მიეცემა წასვლის ნებართვა. ამიტომაც, Wizz Air გირჩევთ ყოველთვის თან იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა.

სწორი წინასწარი მომზადება უზრუნველყოფს მშვიდ, სასიამოვნო და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მოგზაურობას. ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობასა და სხვა მგზავრების კეთილდღეობაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ გაუარესებული სამედიცინო მდგომარეობა. ყოველთვის იქონიეთ თან აუცილებელი მედიკამენტები ხელბარგში და საჭიროების შემთხვევაში მოიპოვეთ Fit-to-Fly ცნობა.
იმგზავრეთ გონივრულად, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და დატკბით მოგზაურობით!