
თანამედროვე, მოდური გოგონების გარდერობში ნელ-ნელა რეტრო სტილი საკმაოდ აქტიურად შემოდის, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან კენდალ ჯენერი და ჰეილი ბიბერი.
ცნობილი სახეები საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან მოძველებული აქსესუარებით თუ განსხვავებული ჩაცმის ვერსიებით და დახვეწილად იხდენენ მათ თანამედროვე ტენდენციებით.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ლოფერები საკმაოდ აქტუალური გახდა, რომელთა ჩაცმა კენდალ ჯენერმა წინდებთან ერთად გადაწყვიტა.
ლოფერები იდეალურია თბილი და ასევე გრილი ამინდისთვის, ის თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც სამსახურში, ასევე პაემანზე. გარდა ამისა, წინდები ლოფერებზე წლევანდელი გაზაფხულის სეზონზე ბევრმა დიზაინერმა უკვე აქტუალურად აღიარა: მაგალითად, მოდის სახლი „Miu Miu“ გვთავაზობს მაღალი წინდების ტარებას სხვადასხვა სტილის ფეხსაცმელთან.
თუ თქვენთვის ლოფერი კომფორტული და თან საყვარელი ფეხსაცმელია, შეგიძლიათ ამ გაზაფხულზე ის სხვადასხვა ფერის წინდებთან ერთად ატაროთ.
მიუხედავად იმისა, რომ ლოფერებისა და წინდების კომბინაცია ერთი შეხედვით ძველმოდურად გამოიყურება, ის ამასთანავე თინეიჯერის იმიჯსაც შეგმატებთ. ასეთი კომბინაცია ძალიან უხდება მინიმალისტურ, მკაცრ სტილს, როგორც მოკლე ქვედა ტანს, ისე შორტებს.
შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე შტრიხი და თქვენი ლუქი გამორჩეული და საინტერესო გახადოთ: მაგალითად, კენდალი ძალიან იხდენს ლოფერებს თეთრ წინდებთან, წითელ ქვედაკაბასთან და მუქი ლურჯი ქაშმირის ბლუზკასთან.
თემები: სტილი, ფეხსაცმელი, მოდა