LIFE
15 პატარა ცვლილება, რაც დღეიდან 1 წელიწადში განსხვავებულ ადამიანად გაქცევთ
- 06.07.2021
1. წაიკითხეთ თვეში მინიმუმ ერთი წიგნი.
2. ჩამოწერეთ თქვენი მიზნები ყოველი კვირის და ყოველი თვის დასაწყისში.
3. და თვალი მიადევნეთ ამ მიზნებს მთელი წლის განმავლობაში. შეაფასეთ ისინი და იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან - გააანალიზეთ, რა გააკეთეთ და რა არ გააკეთეთ მათ მისაღწევად.
4. გამოყავით კვირაში მხოლოდ ერთი დღე, როდესაც ხორცის ჭამა შეგიძლიათ.
5. გამოურთეთ ხმა ტელეფონს, როდესაც ახლობელ ადამიანთან ერთად ატარებთ დროს: სეირნობისას, სადილისას ან უბრალოდ ყავის დალევისას.
6. ესაუბრეთ ახლობელ ადამიანებს საკუთარ ტკივილზე, თუნდაც ეს გრძნობა, ერთი შეხედვით, საკმაოდ უმნიშვნელო იყოს.
7. ფეხით წადით ყველგან, სადაც შესაძლებელია.
8. გააკეთეთ ყველაფერი, რათა გახდეთ ყურადღებიანი ადამიანი.
9. გარისკეთ და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ახლა გაშინებთ, თუმცა იცით, რომ საბოლოოდ, ეს კარგი იქნება თქვენი განვითარებისთვის.
10. ყოველდღიურად შეავსეთ დღიური: დაიმახსოვრეთ, არ არსებობს არანაირი წესი და მას ვერც ვერავინ წაიკითხავს. ეს უბრალოდ თქვენი აზრების დალაგების საუკეთესო ინსტრუმენტია.
11. გაიცანით თქვენი ემოციები: გააანალიზეთ, რას გრძნობთ კონკრეტულ მომენტში და დაარქვით სახელი.
12. მოისმინეთ მეტი და ილაპარაკეთ ნაკლები.
13. განიხილეთ ძილი როგორც აბსოლუტური აუცილებლობა და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. არ იამაყოთ იმ ფაქტით, რომ ძალიან ცოტა გძინავთ.
14. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტორებს, რაც გჭირდებათ საქმის კარგად შესასრულებლად: მუსიკა? სიჩუმე? ფანჯარა? ტელეფონის გამორთვა? დაგეგმილი შესვენებები ყოველ 45 წუთში? გასეირნება?
ყურადღება მიაქციეთ იმ სამუშაოს, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე უკეთ გააკეთეთ. გაითვალისწინეთ, რა დაგეხმარათ ამ შედეგის მიღწევაში და სცადეთ, იგივე ფაქტორების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა.
15. ჩაიცვით ის, რაც არის კომფორტის, თავდაჯერებისა და შინაგანი სამყაროს გამოხატვის საუკეთესო კომბინაცია. დაივიწყეთ მოდის ყველა წესი, იყავით თამამი და ჩაიცვით ის, რაც გსურთ.
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, ურთიერთობა, ქალები