LIFE

რატომ არის სამსახურში გართობა მნიშვნელოვანი და როგორ შევქმნათ მხიარული სამუშაო გარემო?

რატომ არის სამსახურში გართობა მნიშვნელოვანი და როგორ შევქმნათ მხიარული სამუშაო გარემო?

სამყაროში უამრავი ადამიანია, რომელიც მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობს და ავიწყდება ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - გართობა. დიახ, თქვენ ხელფასისთვის უნდა იმუშავოთ, მაგრამ ასევე, უნდა მიიღოთ სიამოვნება სამსახურისგან, რადგან ეს პროდუქტიულობის გაზრდაში დაგეხმარებათ. საბოლოოდ კი, თქვენ გახდებით უფრო მოტივირებული და წარმატებული თანამშრომელი.

რატომ გჭირდებათ მხიარული სამუშაო გარემო?

1. ამცირებს სტრესს და ენერგიით ავსებს თანამშრომლებს

სასიამოვნო სამსახური ახალი ტენდენციაა, რადგან პოზიტიურ გარემოში, ადამიანებს შეუძლიათ უფრო მეტი შედეგის დადება. მხიარული გარემო ხელს უწყობს პროდუქტიულობის გაზრდას და ქმნის შესაბამის ენერგიას გუნდებში. ის, ასევე, აუმჯობესებს თანამშრომლების გონებრივ მდგომარეობას.

2. შთააგონებს თანამშრომლებს უფრო შემოქმედებითად იფიქრონ

თუ დააკვირდებით, საუკეთესო იდეები მაშინ იბადება, როდესაც უფრო მხიარულ და საინტერესო გარემოში ხართ. შემოქმედებითობა ყველა ჩვენგანის თანდაყოლილი უნარია. როგორც პატარა ბავშვები აკეთებენ აღმოჩენებს თამაშის პროცესში, ზუსტად ასევე აღმოაჩენთ გენიალურ იდეებს საინტერესო და სახალისო გარემოში.

3. აძლიერებს ურთიერთობებს

ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სამუშაო მაგიდასთან სხედან, თავს არ აძლევენ სხვებთან ურთიერთობის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინტროვერტი ადამიანების სამოთხეა, სხვებისთვის დამთრგუნველია, რადგან მათ არ აქვთ საუბრის წამოწყებისა და კომუნიკაციის საშუალება. თუმცა, ეს მარტივად შეიცვლება, თუ სამუშაო გარემო მხიარული და სასიამოვნო იქნება. ადამიანები უფრო მარტივად გაიცნობენ ერთმანეთს, გაუჩნდებათ ნდობა და საბოლოოდ, უკეთეს შედეგებს მიაღწევენ. 

როგორ შექმნათ მხიარული სამუშაო გარემო?

1. გაახალისეთ სამუშაო გარემო 

იმ სამუშაო სივრცეში, სადაც გუნდის წევრებს შორის პოზიტიური ენერგიაა, უფრო მეტი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე იქ, სადაც მუდმივი დაძაბულობაა. ამრიგად, პირველი ნაბიჯი იქნება სამუშაო გარემოში დადებითი ვიბრაციის შეტანა. მაგალითად, გუნდის წევრების ერთად სადილი, მარტივი თამაშები, იდეების გაზიარება და ა.შ. 

2. გამოიყენეთ იუმორი

ზოგიერთი ორგანიზაცია იმდენად სტრესულია, რომ არანორმალურად გამოიყურებოდა გაღიმებული ადამიანების დანახვა. თუმცა ხალხს ეს ემოციები აუცილებლად სჭირდება, რათა გაათავისუფლოს ნეგატიური გრძნობები. როგორც გუნდის წევრს, დაძაბულ სიტუაციებში შეგიძლიათ გამოიყენოთ იუმორი და ამ გზით შეამციროთ დაძაბულობა ოთახში. 

3. მხიარული აქტივობების ორგანიზება 

გაიხსენეთ, რომელ მხიარული გუნდურ აქტივობებში მიგიღიათ მონაწილეობა და როგორი გრძნობაა ეს? თქვენ ალბათ გაიფიქრეთ, რომ ეს ძალიან სახალისო იყო და სიამოვნებით გაიმეორებდით. დიახ, ზუსტად იგივეა სამსახურის მხიარული აქტივობების ორგანიზება. ეს შეიძლება მოიცავდეს ბოულინგის თამაშს, კინოჩვენებას ან საფეხბურთო მატჩის ოფისში ყურებას. 

ყველა ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გეგმა და სტრუქტურა, რათა სამუშაო ადგილი გაახალისოს, ხოლო თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ სამსახურში გართობა ნორმალურია. ეს ხელს შეუწყობს სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, გააძლიერებს შემოქმედებითობას და დაეხმარება თანამშრომლებს მიაღწიონ უკეთეს შედეგებს. კომპანიებს, რომლებიც მხიარულ გარემოს ქმნიან, ყოველთვის აქვთ საუკეთესო შედეგები.