LIFE

რატომ არის ძალიან რთული შეყვარებულს საკუთარი გრძნობები გაუზიარო? - 6 ფსიქოლოგიური მიზეზი

რატომ არის ძალიან რთული შეყვარებულს საკუთარი გრძნობები გაუზიარო? - 6 ფსიქოლოგიური მიზეზი

მართალია იცით, რომ გულწრფელი კომუნიკაცია ურთიერთობის მთავარი კომპონენტია, მაინც გიჭირთ შეყვარებულისთვის საკუთარი გრძნობების გაზიარება. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რაღაც არ მოგწონთ...

1. არ გსურთ გული ატკინოთ

როდესაც ვინმესთვის სიმართლის თქმა გიწევთ, გეშინიათ, რომ გულს ატკენთ. თქვენ, ალბათ, მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რომელიც ძალიან განიცდის თითოუელ სიტყვას. ამიტომ, თქვენთვის ძნელია საუბარი და კონსტრუქციული კრიტიკა, რადგან პირადი გამოცდილება გეუბნებათ, რომ ეს შეიძლება მტკივნეული იყოს.

2. გეშინიათ, რომ ის წავა

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თანამედროვე ქალებში არსებობს აზროვნების უნივერსალური ნიმუში, რომლის მიხედვითაც, მათ მუდმივად ეშინიათ, რომ მამაკაცი მიატოვებს. სინამდვილეში, ეს არ არის ჯანმრთელი, რადგან ნებისმიერი ურთიერთობა, პირველ რიგში, არის კომუნიკაცია.

როდესაც რაღაც არ მოსწონთ, ქალები ბოლო წამამდე იკავებენ თავს და ითმენენ. დაიმახსოვრეთ, თუ მამაკაცს ნამდვილად მოსწონხართ, ის იმუშავებს სიტუაციის გამოსწორებაზე. და უფრო მეტიც - ის დადებითად შეხვდება თქვენს კრიტიკას. 

3. თქვენ არ იცით, რა რეაქცია ექნება

ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს კრიტიკაზე. ზოგი მადლიერია და აფასებს თქვენს გულწრფელ ემოციას, ზოგისთვის კი, ეს უბრალოდ მტკივნეულია. მათ შეიძლება არასწორად მიიღონ თქვენი სიტყვები და ჩათვალონ, რომ აღარ გიყვართ.

იმის გამო, რომ შედეგების ასეთი მრავალფეროვანი სცენარი არსებობს, გონებაში თქვენ ყველაზე ცუდ სცენარს წარმოიდგენთ.

4. არ გინდათ იფიქროს, რომ ნაწყენი ხართ

უზარმაზარი განსხვავებაა გულწრფელ კომუნიკაციასა და გულისწყრომას შორის.

ქალებს გამუდმებით გვეშინია, რომ სხვა ადამიანი, სწორად ვერ გაიგებს ჩვენს ნათქვამს. ის ვერ დაინახავს, რომ ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას და არ ვწუწუნებთ. ეს შიში გვაიძულებს თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი მანამ, სანამ თავისთავად არ აფეთქდება.

5. თქვენ ასე აღიზარდეთ

თქვენ ისეთ ოჯახში აღიზარდეთ, სადაც მუდმივად აძლევდნენ ერთმანეთს შენიშვნებს. ბავშვობაში მუდმივად გაკრიტიკებდნენ და მშობლები მუდამ უკმაყოფილოები იყვნენ. თქვენ მუდამ ცდილობდით სწორად მოქცეულიყავით და მათი შენიშვნა არ დაგემსახურებინათ.

ამის გამო, თავდაჯერების პრობლემა გაწუხებთ და მუდმივად ცდილობთ, ისე მოიქცეთ, რომ სხვა ადამიანის წყენა არ დაიმსახუროთ.

6. ცხოვრებაში ბევრი ცუდი მამაკაცი გინახავთ

თქვენ არ გაქვთ კარგი გამოცდილება, როდესაც საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. სინამდვილეში, თქვენ ალბათ ბევრი ცუდი მამაკაცი გინახავთ.

ამიტომ შეჩვეული ხართ, რომ ვერ შეძლებთ მამაკაცებთან სწორ ურთიერთობას, რადგან ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ვერასოდეს აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და მუდამ ეცდებიან თქვენს დადანაშაულებას. ამიტომ უბრალოდ ჩუმად ყოფნას ირჩევთ...