შეწყვიტე ფიქრი და დაიწყე მოქმედება - წარმატების რამდენიმე რეცეპტი
- 18.07.2021
ყველა ვთანხმდებით, რომ მოქმედება და ქცევა მნიშვნელოვანია. მაგრამ ხშირად მხოლოდ ვფიქრობთ და არასდროს გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ჩვენი ოცნებები კი, აუხდენელი რჩება.
რა თქმა უნდა, ფიქრი და ანალიზი წარმატების აუცილებელი კომპონენტია, თუმცა პრობლემა მაშინ დგება, როდესაც ის მხოლოდ იდეად რჩება...
შეიძლება ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. შეიძლება კარგად ვიცით, რა არის სწორი. მაგრამ მხოლოდ გონებაში ვატრიალოთ ამა თუ იმ იდეას და არ ვმოქმედებთ. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ ჩვენი განზრახვა სწორია, არაფერი იცვლება. სინამდვილეში არაფერი ხდება...
ამავდროულად, შესაძლოა ვუყურებდეთ სხვებს და ვხედავდეთ მათ წარმატებას.
ჩვენ ვხედავთ, როგორ მართავენ სხვა ადამიანები ბიზნესს, წარმატებით ასრულებენ მნიშვნელოვან პროექტებს ან სულაც იწყებენ ახალ ურთიერთობებს. შესაძლოა ფიქრობთ, რომ მათ გაუმართლათ და თქვენ არა - სინამდვილეში ეს ტყუილია! წარმატების საიდუმლო გამართლება ან იღბალი სულაც არ არის. ისინი უბრალოდ ის ადამიანები არიან, რომლებმაც იმოქმედეს, ხოლო თქვენ - არა.
რაღაც მომენტში, მოქმედების დაწყებამდე ერთი ნაბიჯით ადრე, თქვენ შიშს გრძნობთ. იცით, რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ დროს წელავთ. რატომ იქცევით ასე?
ხშირად, საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას. ადამიანებმა, რომლებიც წარმატებას უკვე მიაღწიეს, აირჩიეს მოქმედება. თქვენ კი აირჩიეთ ლოდინი და უმოქმედობა. თუ თქვენ შეცვლით გადაწყვეტილებას და სულ მცირე ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებლად დაინახავთ განსხვავებას.
რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის არ შეიცავს უშუალოდ წარმატებას. მაგრამ ის ყოველთვის მოიცავს პროგრესს, სწავლასა და წინსვლას.
ჰკითხეთ საკუთარ თავს რას აჭიანურებთ ახლა? რას არ აკეთებთ, რისი გაკეთებაც გინდათ?
ყოველთვის არსებობს მიზეზი, იქნება ეს არასაკმარისი დრო, ენერგია თუ ფულადი რესურსები. თუ ამ გამართლებებს გვერდით გადადებთ და მუშაობას დაიწყებთ, თუნდაც მცირე ნაბიჯით, სამყაროსეული ჯილდო უზარმაზარი იქნება.
თუ მოქმედებას არ დაიწყებთ, არაფერი მოხდება - შესაძლოა უვადოდ გადადოთ საქმე და თქვენი ოცნება აუხდენელი დატოვოთ. მაშინაც კი, თუ ეს პატარა ნაბიჯი ან პატარა ამოცანაა, გააკეთეთ არჩევანი, რომ იმოქმედოთ დღეს, დაუყოვნებლივ, ახლავე...
მხოლოდ მოქმედება, ქცევა მოგიტანთ რეალურ შედეგებს. მიეცით საკუთარ თავს მოძრაობის უფლება და დაიწყეთ მოქმედება...
„იმისთვის, რომ მოქმედება დაიწყო სულაც არ გჭირდება იყო წარმატებული. მაგრამ წარმატების მისაღწევად, აუცილებლად გჭირდება მოქმედების დაწყება“.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, კარიერა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია