თუ ძნელია იმის გარკვევა, გიყვართ ეს ადამიანი, თუ მხოლოდ ვნება გამოძრავებთ, მაშინ დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვები და გულწრფელად უპასუხეთ...

1. მხოლოდ სექსზე ფიქრობთ?

რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური მიზიდულობა, მაგრამ სექსის აკვიატება შეიძლება საზიანოც კი იყოს. დროთა განმავლობაში, როდესაც ცხელი სიყვარულის სიახლე ამოიწურება, თქვენ და თქვენი პარტნიორი მზად უნდა იყოთ ერთმანეთის სულიერი სიყვარულისთვის.

2. საიდუმლოებას ინახავთ?

შეყვარებულ წყვილებს არ აქვთ კედლები, საზღვრები და საიდუმლოებები. ურთიერთობის დასაწყისში, წყვილები ხშირად მალავენ თავიანთ ნამდვილ „მე“ -ს და მუდმივად წარმოაჩენენ „საუკეთესო მე-ს“. მაგრამ დროის გასვლის შემდეგ, საიდულომლოებები, ტყუილები და თამაშები, უბრალოდ სიყვარულის ნაკლებობის ნიშანია.

3. მეგობრობთ?

მეგობრობის გარეშე დაფუძნებული ურთიერთობების უმეტესობა, მხოლოდ და მხოლოდ ვნებაა, რადგან სიყვარული, თავის თავში მოიცავს საუკეთესო მეგობრობას, პარტნიორობასა და ურთიერთობას.

4. ხშირად ეჭვიანობთ?

შეყვარებული წყვილები ენდობიან ერთმანეთს, თანაც, განურჩევლად სიტუაციისა და ვითარებისა. ხოლო ის წყვილები, რომელთაც მხოლოდ ვნება აკავშირებთ, ხშირად პოულობენ მიზეზებს, ეჭვიანობისა და უნდობლობისთვის.

5. თქვენი პარტნიორი სრულყოფილია?

სიყვარული ნიშნავს პარტნიორისგან ყველა ნაკლის, პრობლემისა და არასრულყოფილების მიღებას. ვნებისმოყვარეები კი ხშირად ელიან, რომ მათი პარტნიორი მუდმივად იდეალურად გამოიყურება, სრულყოფილად მოქმედებს და უნაკლოდ იქცევა მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. სრულყოფილების მოლოდინი არასოდეს არის ხანგრძლივი და ნამდვილი სიყვარულის ნიშანი.