1. მამაკაცები ნელა ბერდებიან

მამაკაცის სახე ახალგაზრდულ იერსახეს ბევრად უფრო დიდხანს ინარჩუნებს, ვიდრე ქალის. ეს იმით არის განპირობებული, რომ მამაკაცის კანი კოლაგენის კონცენტრაციას უფრო ნელა კარგავს. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცის სახე გაცილებით ნაკლებად ნაოჭდება.

თუმცა იმის გამო, რომ მამაკაცები, როგორც წესი, ნაკლებად ზრუნავენ სახის კანზე, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან გარე ფაქტორების მიმართ. ეს ფაქტი კი, ხშირად, მათ ბუნებრივ უპირატესობას ნულამდე ამცირებს.

2. მამაკაცებს გააჩნიათ ლაქტაციის უნარი

დიახ, სწორად კითხულობთ! მამაკაცებსაც აქვთ ის ჯირკვლები, რომლებსაც რძის გამომუშავება შეუძლიათ. მაგრამ მისი წარმოქმნა მამაკაცის სხეულისთვის ანომალიაა.

ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც პროლაქტინის დონე ძალიან მაღალია. ასევე, ეს შეიძლება იყოს გარკვეული სახის სამედიცინო მკურნალობის შედეგი, რომელიც გულის სტიმულირებისთვის, ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება.

3. თუ მამაკაცის მამა მელოტია, მაშინ თმის დაკარგვის შანსი 60% -ით იზრდება

ასევე, მამაკაცის ჰორმონების აქტივობა მოქმედებს თმის ფოლიკულებზე ისე, რომ სხეული თანდათან კარგავს ახალი თმის წარმოების უნარს. სტრესი და ცუდი კვება ასევე მნიშვნელოვნად ზრდის სიმელოტის რისკს.

4. მამაკაცები განიცდიან პრემენსტრუალურ სინდრომს

იცოდით, რომ მამაკაცთა 26% ქალების მსგავსად განიცდის PMS- ს?

ამ პერიოდის განმავლობაში მამაკაცი ხდება უფრო მგრძნობიარე და გაღიზიანებული, ხშირად უჩივის ძლიერ შიმშილს... მოკლედ, ის ზუსტად ისეთივე სიმპტომებს განიცდის, რასაც ქალი.

5. თავდაპირველად, ყველა ემბრიონი მდედრობითია

მსოფლიოში ყველა ემბრიონის არსებობა მდედრობითი სქესით იწყება. X და Y ქრომოსომები პასუხისმგებელნი არიან ინდივიდუალური სქესის განსაზღვრაზე. თუ კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს ორი X ქრომოსომა გაერთიანდება, გოგონა წარმოიქმნება; თუ X და Y ქრომოსომები გაერთიანდება, ემბრიონი მამრობითი სქესის გახდება.

პირველი 5-6 კვირის განმავლობაში Y ქრომოსომა არააქტიურია. სანამ ის ფუნქციონირებას დაიწყებს, მანამდე ყველა ემბრიონი მდედრობითი სქესისაა.

6. მამაკაცებს უფრო სქელი კანი აქვთ

მამაკაცის კანი დაახლოებით 25% სქელია, ვიდრე ქალისა. ამაზე პასუხისმგებელი კი ჰორმონი ტესტოსტერონია.

ამასთან, სიცოცხლის განმავლობაში მამაკაცის კანი თხელდება, ქალების შემთხვევაში კი, იგივე სისქე რჩება მენოპაუზამდე.

7. მამაკაცებს მართლა უჭირთ ფერების გარჩევა

მამაკაცებს ბევრად ნაკლები ტონის გარჩევა შეუძლიათ, ვიდრე ქალებს და ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია. ფერის აღქმა განისაზღვრება ბადურის კონუსის უჯრედებით. მათ შესახებ ინფორმაციას კი X ქრომოსომა შეიცავს. რადგან ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, კონუსური უჯრედების რაოდენობაც, ბუნებრივია, ორჯერ მეტია.