თუ დილაობით შეშუპებული თვალებით იღვიძებთ - 4 რჩევა, რომელიც ამ პრობლემას დაგავიწყებთ
- 07.08.2021
შეშუპებული თვალის უპეები 10000 პროცენტით ბუნებრივი მოვლენაა. და მიუხედავად იმისა, თუ რამდენ თვალის პროდუქტს მოიხმართ დილის და საღამოს სილამაზის რუტინაში, ყველაზე ეფექტური იმის დადგენა იქნება, თუ რა არის შეშუპების მიზეზი.
„შეშუპება ხშირად გამოწვეულია ლიმფური ცირკულაციის დარღვევით ან ისეთი დიეტური ფაქტორებით, როგორიცაა ნატრიუმის მაღალი შემცველობა. ეს უკანასკნელი კანის ქსოვილში იზიდავს და აგროვებს წყალს. თუმცა, არსებობს გენეტიკური ფაქტორებიც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის მოდუნება და თვალის ჩანთების წარმოქმნა, რაც სამწუხაროდ ასაკთან ერთად უარესდება“.
თუმცა სანამ პროფესიონალებთან დაგეგმავთ ვიზიტს, ჩვენ 4 მარტივ და სასარგებლო რჩევას შემოგთავაზებთ, რათა რაც შეიძლება მალე მოაგვაროთ თვალების შეშუპების პრობლემა.
1. გამოიყენეთ ცივი კომპრესი
ცივი კომპრესი? - დიახ! ასევე ეფექტურია ყინულები ან თუნდაც, ცივი კიტრის ნაჭრები. სიცივე ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას და შედეგად, ამცირებს შეშუპებას.
ყოველ დილით, სახის დაბანის შემდეგ, დამატენიანებელი საცხის წასმამდე, 30-40 წამის განმავლობაში მოათავსეთ თქვენი ფავორიტი „ცივი“ საშუალება თვალის უპეებზე და დაემშვიდობეთ ფუმფულა თვალებს.
2. ზურგზე იძინეთ
ეს შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში კარგი რჩევაა. თუ ზურგზე დაიძინებთ, თვალების ქვეშ სითხე ნაკლებად დაგროვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დილით გაღვიძებისას თვალები არ იქნება ისეთი შეშუპებული ან გაბერილი.
3. შეამცირეთ მარილიანი საკვები და ალკოჰოლი
მარილიანი საკვებიცა და ალკოჰოლიც, ორივე ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას. სწორედ სითხის შეკავებაა თვალის ჩანთებისა და შეშუპებული კანის ძირითადი მიზეზი.
4. მედიტაცია
ან, იპოვეთ ისეთი რამ, რაც მაქსიმალურად დაგამშვიდებთ, რადგან სტრესი, თვალების შეშუპების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
სტრესის ჰორმონი კორტიზოლი არის თქვენი „ჩანთების“ მთავარი შემოქმედი. ამიტომ, აუცილებელია სტრესის შემსუბუქება. რა თქმა უნდა, აირჩიეთ ნებისმიერი გზა, რომელიც თქვენ მოგწონთ, მაგრამ ბევრი ადამიანი მედიტაციით, იოგით, სიარულით ან სირბილით უმკლავდება ამ გამოწვევას.
თემები: ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, თვალები, შეშუპება