„თუ ჩვენ სხვა ადამიანებს ან სხვა დროს დაველოდებით, მაშინ არაფერი შეიცვლება. თავად ხართ ის ადამიანი, ვისაც ელოდებით. თავად ხართ ის ცვლილება, რომელსაც ეძებთ...“ - ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა ისტორიულად მნიშვნელოვანი პიროვნებაა - ისაა აშშ-ს პირველი შავკანიანი პრეზიდენტი და საზოგადო მოღვაწე, რომელის ქარიზმა, ინტელექტი და უნარ-ჩვევები, მრავალი ადამიანის შთაგონების წყაროა.
1. ყველას თანაბარი პატივისცემით მოექცეთ
ობამა თავაზიანი მანერებითაა ცნობილი. მაშინაც კი, როდესაც ოპონენტები თავს ესხმოდნენ, ის ინარჩუნებდა სიმშვიდეს და სტატუსის მიუხედავად, ყველას მიმართ გამოხატავდა პატივისცემას. ის მიიჩნევს, რომ არ არსებობს მაღალი ან დაბალი კლასი, რადგან ყველა აკეთებს რაღაც მნიშვნელოვანს და გააჩნია ღირსება.
ჩვენ ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვექცეთ და შევინარჩუნოთ კეთილგანწყობა, რადგან თქვენ არასოდეს ვიცით, თუ რა გავლენა ექნება სხვა ადამიანს ჩვენს ცხოვრებაზე.
2. თუ ოცნებობთ, მაშინ აუცილებლად მიაღწევთ კიდეც
ობამამ მრავალი თვალსაზრისით გაამართლა მოლოდინები. მას ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწია, მაგრამ მაინც მიაღწია საკუთარ მიზანს და გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ეს გვიჩვენებს, რომ შრომისმოყვარეობას ყოველგვარი გარემოების დაძლევა შეუძლია და ჩვენი ყველაზე შორეული ოცნებებიც კი შეიძლება რეალობად იქცეს.
თუ თქვენი ოცნების ასასრულებლად ყოველდღიურად იშრომებთ, განვითარდებით და არ დანებდებით, მაშინ მიუღწეველი არაფერი იქნება.
3. შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ის, რაც ობამას სხვებისგან განასხვავებდა, იყო მისი კარგი მანერები და უნარი, არ აღელვებულიყო. მას მიაჩნია, რომ კრიზისის დროს პანიკა ვერაფერს მოაგვარებს. სამაგიეროდ, ამან შეიძლება ყველაფერი გააუარესოს.
შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ ემოციებს. ამის ნაცვლად, შეიკავეთ თავი და ცივი გონებით მიიღეთ გადაწყვეტილებები.
4. არ დაკარგოთ საკუთარი პერსპექტივა
ცხოვრებაში არის რაღაცები რასაც ვერ შეცვლით. მაგალითად: სად დაიბადეთ; ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები; ან ის, რაც მსოფლიოში ხდება. მაგრამ აწმყოს მიღმა, არსებობს მომავალი, ამიტომ მნიშვნელოვანია მზად იყოთ ყველა შესაძლებლობისთვის. თქვენ შეიძლება ვერ შეცვალოთ თქვენი წარსული, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მომავალი.
ობამას მსგავსად, თქვენ უნდა იშრომოთ გრძელვადიანი მიზნებისათვის და შექმნათ თამაშის გეგმა, რომელიც დაგაახლოვებთ იმ შესაძლებლობებთან, რომლებიც ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ.
5. არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა
ობამას უყვარს კითხვა და აღიარებულია, როგორც განათლებული, მცოდნე ადამიანი. განათლება და სწავლის გაგრძელება მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ თქვენი პრობლემები და იპოვოთ საუკეთესო გამოსავალი. ასევე, განათლება დაგეხმარებათ მეტ შესაძლებლობებს გაუღოთ კარი. ამიტომ სწავლაში ინვესტიცია, ყოველთვის კარგი არჩევანია.
6. იპოვნეთ მხარდამჭრები
ბარაკ ობამა ყოველთვის ბევრს საუბრობს იმაზე, თუ რამდენად დიდი მხარდამჭერია მისი მეუღლე, მიშელ ობამა. ის ფიქრობს, რომ მიშელის გარეშე ვერ შეძლებდა საკუთარი ოცნებების ასრულებას. ამიტომ ფასდაუდებელია იმ ადამიანების პოვნა, ვისაც შეუძლია თქვენი მხარდაჭერა და გაძლიერება.
გარდა ამისა, თქვენ ირგვლივ მუდამ უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც სჯერათ თქვენი შესაძლებლობების და თქვენი თითოეული წარმატება გულწრფელად უხარიათ.
7. მტრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ
მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლიტიკოსს ჰყავს მტრები, ობამას ბევრად მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მაგრამ ამან ვერ შეაჩერა მისი წარმატება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც უკმაყოფილოა.
ამიტომ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ადამიანებს. მათთან გამკლავების საუკეთესო გზა კი, უფრო მეტი წარმატების მიღწევაა.
თემები: ცნობილი ადამიანები, რჩევები, მოტივაცია, ბარაკ ობამა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია