LIFE

ნუ გექნებათ მოლოდინები სხვების მიმართ - ისინი ამას ვერ გაამართლებენ

ნუ გექნებათ მოლოდინები სხვების მიმართ - ისინი ამას ვერ გაამართლებენ

სხვა ადამიანების მიმართ მოლოდინების ქონა ბუნებრივია. თუმცა, ამ გრძნობას შეუძლია ბევრი ზიანი მოგაყენოთ. მოლოდინი ქმნის კედელს, რომელიც ზღუდავს თუ რისი მიღება შეგვიძლია და ასევე, ზღუდავს იმას თუ რისი მოცემა შეუძლიათ სხვებს. 

როდესაც სხვა ადამიანების მიმართ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ მათ ვაიძულებთ ფოკუსირება მოახდინონ ჩვენზე - იმაზე, რაც ჩვენ გვჭირდება, გვინდა და გვსურს.

შედეგად კი, ამ დამოკიდებულებამ შეიძლება ბევრი იმედგაცრუება გამოიწვიოს, თუ სხვები ვერ გაამართლებენ ჩვენს მოლოდინებს. ასეთ დროს გამოდის, რომ რეალობა და ჩვენი მოლოდინები ერთმანეთს აცდენილია და ამიტომ, სხვებით მანიპულირებას ვიწყებთ. 

ჩვენ შეიძლება ზეწოლა მოვახდინოთ სხვა ადამიანებზე და მივუთითოთ, რომელი გზით უნდა იმოქმედონ ან რა გადაწყვეტილება მიიღონ, რათა ჩვენი მოლოდინი გაამართლონ. მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვაფერხებთ მათ ზრდასა განვითარებას. 

როდესაც ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ საკუთარ მიზნებსა და იდეალებზე, მათ შეუძლიათ მეტს მიაღწიონ. მათ შესაძლოა ისეთი რამეები აინტერესებდეთ, რასაც სხვების ზეწოლის ქვეშ ვერ აღმოაჩენენ.

შეიძლება ვგრძობდეთ, რომ მათზე უკეთ ვიცით, რა არის სასარგებლო, მაგრამ ძალიან ვცდებით. ჩვენ შეიძლება ადამიანს არასწორი მიმართულება მივცეთ და საკუთარ სურვილებს დავაშოროთ. საბოლოოდ კი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი გავხდეთ.

ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ მოლოდინებისგან - რას და როგორ გააკეთებენ სხვა ადამიანები. ჩვენ ყველას უნდა მივცეთ საშუალება წავიდეს საკუთარ გზით და არ ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენი იდეები ყველა სიტუაციაში არ უნდა გაითვალისწინოს. 

თუ გამუდმებით ზემოქმედებთ სხვა ადამიანებზე, რათა თქვენს სურვილებს დაამთხვიოთ მათი ქმედებები, მაშინ მოლოდინების უარყოფა ძალიან ძნელი იქნება. მაგრამ მას შეუძლია დაგვეხმაროს უკეთესი კომუნიკაციის დამყარებაში და უკეთესი ურთიერთობების ფორმირებაში.

ჩვენ აღარ ვიგრძნობთ არასაჭირო იმედგაცრუებას. სამაგიეროდ, ჩვენ თავისუფლები ვიქნებით განვაგრძოთ ურთიერთობა ადამიანთან - მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და პატივი ვცეთ მის უნიკალურობას. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც არ იქნება ჩვენი მოლოდინებისგან შეზღუდული.

მოლოდინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს და გვაგრძნობინოს, რომ რაღაც არასწორია. ამიტომ უარი თქვით სრულყოფილი ცხოვრებაზე მოლოდინზე, რადგან ცხოვრება, თქვენი მოლოდინებისგან ერთი ნაბიჯით წინ იქნება. ყოველთვის.