LIFE

11 არარეალური სტანდარტი, რომელსაც ქალები მამაკაცებს უწესებენ

11 არარეალური სტანდარტი, რომელსაც ქალები მამაკაცებს უწესებენ

როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ბევრ ადამიანს აქვს არარეალური მოლოდინები - ზოგი გულწრფელად ფიქრობს, რომ მათი სიყვარულის ისტორია, უბრალოდ, ზღაპრული იქნება. უფრო კონკრეტულად, ზოგიერთი ადამიანი ქმნის არარეალურ ან უსამართლო სტანდარტებს, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორი.

1. „ობობების მოკვლა ყველასთვის უსიამოვნოა“ 

რატომ უნდა მოკლან სახლის მავნებლები მხოლოდ მამაკაცებმა? არავის მოსწონს ობობების დაუსრულებელი ხოცვა-ჟლეტა. 

2. „პირველი ნაბიჯის გადადგმა საშიშია“ 

ეს არის დიდი წნეხი, რომლის ქვეშაც ცხოვრობენ მამაკაცები. ქალები მუდამ ელოდებიან თუ როდის გადმოდგამენ პირველ ნაბიჯს. არადა ზოგჯერ, ეს ძალიან საშიშია. 

3. „ჩვენ ყველანი ღარიბები ვართ“ 

დაიმახსოვრეთ - პარტნიორის ფული მისი ფულია, ხოლო თქვენი ფული, მხოლოდ თქვენია. უმეტეს ურთიერთობებში, მამაკაცი იხდის ყველა პაემნისა თუ სადილის ფულს, ეს კი, ორმაგი ფინანსური ზეწოლაა.

4. „ვარჯიში მოითხოვს ბევრ რეგულარულ შრომას“ 

ქალებს ძალიან ხშირად სურთ ისეთი პარტნიორი, რომელიც იდეალურად გამოიყურება, თუმცა არ ატარებს ძალიან დიდ დროს სპორტდარბაზში, არასოდეს საუბრობს ვარჯიშზე და უყვარს მავნე საკვები. სინამდვილეში, ეს ძალიან არარეალური მოლოდინია. 

5. „შენი ბედნიერება არ არის მისი პასუხისმგებლობა“

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი თქვენს კაცთან ერთად, მაგრამ ნუ ელოდებით, რომ თქვენი გაბედნიერება, მისი მთავარი საქმე იქნება. ყველა ადამიანი თავადაა საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებელი. თუ არ ხართ ბედნიერი, მაშინ თავად გამოასწორეთ. ნუ მოიწყენთ იმის გამო, რომ ის არ ზრუნავს თქვენს ყველა ემოციაზე.

6. „ფიქრების წაკითხვა შეუძლებელია“ 

ვერავინ წაიკითხავს თქვენს გონებას. უბრალოდ თქვით, რა გსურთ და რითი ხართ უკმაყოფილო. 

7. „აღარავინ იცის საყოფაცხოვრებო იარაღების გამოყენება“

თუ თქვენ არ შეგიძლიათ ქარგვა და კერვა, მაშინ უსამართლობაა მოსთხოვოთ პარტნიორს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო იარაღების გამოყენება.

8. „კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია“ 

ზოგი ქალი ელოდება, რომ პრობლემის დროს, მამაკაცი პირველი დაიწყებს ლაპარაკს. მაგრამ მაშინ, როდესაც მათ ეკითხებიან - „რამე პრობლემაა?“ , ქალები პასუხობენ: „არაფერი“ ან „მე კარგად ვარ“. თუ თქვენ არ იტყვით რაშია პრობლემა, ის ამას ვერასდროს გაიგებს. 

9. „მან უნდა იგრძნოს თავისი ყველა ემოცია“ 

მამაკაცი უნდა იყოს ემოციური, მაგრამ, ამავე დროს, კლდესავით მტკიცე. საზოგადოება, როგორც წესი, ზემოდან უყურებს მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად გამოხატავენ ემოციების მთელ სპექტრს, მაგრამ ნამდვილად უსამართლობაა იმის მოლოდინი, რომ ისინი მოერგებიან კონკრეტულ ფორმას. 

10. „იქნებ უბრალოდ შევწყვიტოთ საუბარი სხვის სხეულზე“ 

ზოგიერთ ქალს საკმაოდ დამახინჯებული წარმოდგენები აქვს მამაკაცის სხეულთან დაკავშირებით. ქალების უმრავლესობას მოსწონს ფიზიკურად ძლიერი, კარგად ნავარჯიშები მამაკაცი, რომლის ცხიმის საერთო მოცულობა 10%-ს არ აღემატება. თუმცა, ასევე, ქალები მიიჩნევენ, რომ ეს სხეული ბუნებრივად უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში, ასეთი სხეულის მისაღებად საჭიროა კვირაში ექვსი დღე ინტენსიური ვარჯიში და კვების მკაცრი რაციონი. 

11. „მას ჯერ კიდევ აქვს თვალები“

ყველაზე არაგონივრული არის იმის მოლოდინი, რომ მამაკაცი ურთიერთობისთანავე დაბრმავდება და ვერ დაინახავს სხვა ქალების მიმზიდველობას. ამიერიდან მას აღარ შეუძლია სხვა ქალების შემჩნევა და მითუმეტეს ამაზე საუბარი.