LIFE

იყავით წყალივით თავისუფალი და ადაპტირებადი...

იყავით წყალივით თავისუფალი და ადაპტირებადი...

ერთ-ერთი საუკეთესო უნარი, რაც ადამიანს გააჩნია, ადაპტაციის უნარია. მოქნილობა და სიტუაციასთან მორგება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველაზე საშინელ კრიზისებსა თუ დაბრკოლებებს...

წყლის მსგავსად...

წყალი ნებისმიერ სიტუაციას ერგება. მას შეუძლია მიიღოს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იმისდა მიხედვით, თუ რა არის საჭირო. მას შეუძლია გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება. წყალს შეუძლია შეიცვალოს აგრეგატული მდგომარეობა და გაუძლოს უკიდურეს სიცივესა თუ სითბოს. მას შეუძლია შეცვალოს თავისი ქცევა და გადალახოს დაბრკოლებები - იყოს რბილი ან მკაცრი იმის მიხედვით, თუ რა შეესაბამება მის მიზნებს.

თქვენ წყლის მსგავსად უნდა შეგეძლოთ ადაპტირება ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ნუ იქნები ქვა, რომელიც ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს ფორმა. უფრო მეტად დაემსგავსეთ წყალს, რომელიც მუდამ ინარჩუნებს ხასიათს, მაგრამ იცვლის ფორმას, რათა შეინარჩუნოს ნაკადი. 

თქვით, რომ საჭიროა ახალ ქალაქში გადასვლა. დაე, მოვიდეს ცვლილებები, თუნდაც უსიამოვნო. აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი არსი, მაგრამ მოერგოთ მიმდინარე პროცესებს. შესაძლოა დაგჭირდეთ ახალი ენის სწავლა ან ახალი ხალხის გაცნობა. შეიძლება დაგჭირდეთ ჩვევების შეცვლა. ნუ გაეკიდებით ძველ ხრიკებსა თუ უნარებს, რომლებიც აღარ მუშაობს.

გაარკვიეთ რა უნდა გააკეთოთ, რათა შეძლოთ მოძრაობა

მოქნილობა საშუალებას მოგცემთ საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე მოერგოთ ყველაფერს, რაც თქვენს გზაზე შეგხვდებათ. ეს კი ნიშნავს იმის გარკვევას, რისი შეცვლაც გჭირდებათ წარმატების მისაღწევად.

თუ ტოქსიკურ სამუშაო ადგილზე ხართ ჩარჩენილი, შეიძლება დაგჭირდეთ, რომ ერთ დღესაც უარი თქვათ შეჩვეულ კომფორტზე. როდესაც ახალ სამუშაო ადგილზე გადახვალთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვევები და ისწავლოთ ინიციატივის აღება ან სხვებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება. 

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვევა ან პრაქტიკა, რომელიც აღარ მუშაობს და ამის შემდეგ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. წყალი ყოველთვის პოულობს საკუთარ გზას და თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. ნუ მიჰყვებით ბრმად სხვა ადამიანებს და ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა იპოვოთ თქვენი გზა, თქვენი მიმართულება, თქვენი ნაკადი... 

გვინდა თუ არ გვინდა, ცვლილებები გარდაუვალია. ამიტომ, თქვენ უნდა ისწავლოთ ადაპტაცია, რათა შეინარჩუნოთ თქვენი არსი და იპოვოთ საკუთარი ბედნიერება.