თუ საკუთარ თავს ვერ აფასებთ - 6 მარტივი რჩევა თვითშეფასების ასამაღლებლად
- 02.09.2021
1. შეასრულეთ ის, რასაც საკუთარ თავს დაჰპირდით
თუ თქვენ გამუდმებით იმედს გაუცრუებთ სხვა ადამიანებს და არ შეასრულებთ დანაპირებს, ისინი ალბათ უარყოფითად შეგაფასებენ. იგივე ითქმის საკუთარ თავთან მიმართებით. ამიტომ დარწმუნდით, რომ საკუთარ თავს დაპირებებს უსრულებთ.
მაგალითად, თქვენ შეიძლება შეჰპირდეთ საკუთარ თავს, რომ მეტი დროს გაატარებთ თქვენს მეგობრებთან ერთად და დაისვენებთ. მაშინაც კი, თუ სამსახური თქვენი პრიორიტეტია, აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება თქვენს დაპირებაზე. იყავით საკუთარი თავის ერთგული და შეასრულეთ დაპირებები.
2. იცოდეთ თქვენი ღირებულება
ჩამოწერეთ თქვენი მიღწევების სია. რა გააკეთეთ ისეთი, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ? კვლევების მიხედვით, სიის ჩამოწერა გვაიძულებს საკითხი სხვაგვარად, უფრო ღრმად დავამუშავოთ.
ასევე, მუდმივად განაახლეთ ეს სია - ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დაამატოთ ის, რითიც ამაყობთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის გადაჭარბებული შეფასების, პირიქით, კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
3. ნუ ელოდებით სრულყოფილებას
სრულყოფილება მითია. ყოველთვის არსებობს უკეთესი გზა და ეს ნორმალურია. ნუ დაუშვებთ, რომ სრულყოფილების იდეამ დააზიანოს თქვენი თვითშეფასება.
აღიარეთ, რომ თქვენ უკვე ხართ სრულყოფილი - ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. თქვენი სხეულის, თქვენი პრობლემებისა და ნაკლის მიუხედავად.
4. დააწესეთ მკაფიო საზღვრები
როდესაც სხვებს აძლევთ უფლებას, დაარღვიონ თქვენი საზღვრები, ამ დროს თვითშეფასება ეცემა. თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი ღირებულება და ამის შემდეგ დაიწყოთ საკუთარ საზღვრების პატივისცემა.
5. ნუ ეძებთ აღიარებას
თქვენი თვითშეფასების ამაღლება ნიშნავს იმას, რომ თქვენ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას იყოთ თქვენი არჩევანისა და შესაძლებლობების საბოლოო მსაჯული. თქვენ არ აძლევთ სხვა ადამიანებს იმდენ ძალას, რომ განსაზღვრონ თქვენი არჩევანი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ უნდა მიიღოთ რჩევები სხვებისგან, მაგრამ საბოლოოდ, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. თუ სხვები არ გეთანხმებიან, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარი იდეაში, შეგიძლიათ მიჰყვეთ გულისთქმას და გააძლიეროთ თქვენი თვითშეფასება.
6. დაინახეთ დადებითი მხარეები
ჩვენ ზედმეტად ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს ნაკლოვანებებზე. ჩვენი შეცდომები აშკარად და მკაფიოდ არის გამოხატული. ის, რაც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი თვითშეფასება, არის პოზიტიურ თვისებებზე ორიენტირება. გაანალიზეთ საკუთარი თავის დადებითი ასპექტები, უნარები, ჩვევები და თვისებები.
ხანდახან, ეს ძალიან რთულია, რადგან ჩვენ შეჩვეულები ვართ ნეგატივზე ფოკუსირებას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ - იპოვნეთ საკუთარ თავში ის, რისთვისაც მადლობელი ხართ და საკუთარი თავის თანაგრძნობით აღიარეთ ყველაფერი, რასაც სწორად აკეთებთ.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები