პარადოქსია, მაგრამ ის, რასაც ამბობთ, არ საუბრობს იმაზე, თუ ვინ ხართ სინამდვილეში...
1. როგორ აფასებთ დროს?
მართალია დიდი ძალისხმევა სჭირდება დროის ღირებულების სწავლას, მაგრამ ეს ამად ღირს. როგორია ადამიანი, რომელიც გამუდმებით აგვიანებს, არ იცავს დადგენილ ვადებს ან უბრალოდ დროს ვერ ანაწილებს? დიახ, „დროს“ ბევრის თქმა შეუძლია ადამიანზე. ამ შემთხვევაში კი, არაეფექტურობაზე, არასაიმედოობასა და არაორგანიზებულობაზე მიუთითებს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის აგვიანებს, არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და ზოგადად, ცხოვრების დაგეგმვას ვერ ახერხებს...
კიდევ უფრო უარესია, როდესაც თქვენი დამოკიდებულება დროის მიმართ სხვა ადამიანებზე მოქმედებს. თუ მუდმივად აგვიანებთ შეხვედრებზე, ეს მიუთითებს, რომ თქვენ პატივს არ სცემთ სხვებს, რადგან არ ითვალისწინებთ მათ მოთხოვნილებებს და მათ ძვირფას დროს ფლანგავს.
დროთა განმავლობაში კი, ამ თვისებას შეუძლია გაართულოს თქვენი ურთიერთობები, რადგან ძალიან ძნელი გახდება თქვენი ნდობა, როგორც კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებაში.
2. როგორ ერთვებით საუბარში?
საუბარი არის ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი გზაა. როდესაც სხვას ელაპარაკებით, ის აღიქვამს როგორც ხმის ტემბრს და საუბრის მანერას, ასევე შინაარსს.
საუბრის სასიცოცხლო ელემენტი კი, კითხვების დასმაა. კითხვების დასმას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი კომუნიკაციის ხარისხი და ჩართულობა.
„ადამიანები, მით მეტ შეკითხვას სვამენ, რაც მეტად მოსწონთ მოსაუბრე. როდესაც ადამიანები მეტ შეკითხვას სვამენ, ეს მიუთითებს, რომ მათ შეუძლიათ ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური აღქმა, ისინი ზრუნავენ ურთიერთობების გაძლიერებაზე და შეუძლიათ თანაგრძნობა“.
ამიტომ, გადადეთ მობილური ტელეფონი და მოუსმინეთ სხვა ადამიანებს.
3. როგორ იცვამთ?
„თქვენ იცვამთ იმისთვის, რათა თავი წარუდგინოთ სამყაროს. განსაკუთრებით კი, დღეს, როდესაც ადამიანური კომუნიკაცია ასეთი სწრაფი და ზედაპირულია. მოდა, უბრალოდ, მყისიერი ენაა“.
მოდის ინდუსტრიის ღირებულება, დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თქვენი ტანსაცმელი ქმნის შთაბეჭდილებას და მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ის, რასაც ხალხი ფიქრობს თქვენზე - თუნდაც თქვენი გაცნობის გარეშე.
უზადო ჩაცმის კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ ის მეტყველებს თქვენს ხასიათზე. თქვენ მიერ წარმოდგენილი იმიჯით, თქვენი პიროვნება ბრწყინავს და იზიდავს სხვა ადამიანებს, რაც თავის მხრივ აღვივებს თვითშეფასების ნაპერწკალს და წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას გმატებთ.
4. როგორ ცდილობთ გაუმჯობესებას?
თქვენი კლასელები რომ შეგხვდნენ, თქვენზე რას იტყოდნენ? გაუკვირდებოდათ თქვენი ახალი ვერსიის ნახვა, თუ იფიქრებდნენ, რომ საერთოდ არ შეცვლილხართ?
საკუთარი თავის გაუმჯობესება, როგორც ფსიქო-ემოციურად, ასევე ფიზიკურად, საკუთარი თავის პატივისცემის და სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა.
როდესაც თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია, თქვენ ემზადებით იმისთვის, რომ დატკბეთ ცხოვრებით. თუ ახალგაზრდა ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ქმნით მომავალს, რომლითაც მომდევნო ათწლეულებში იამაყებთ. ხოლო თუ ზრდასრული ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს თქვენ უკვე გაქვთ კარგი ცხოვრება.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია