LIFE

7 რჩევა, როგორ გახდეთ ინტუიციური ადამიანი

7 რჩევა, როგორ გახდეთ ინტუიციური ადამიანი

1. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ თავს და გრძნობებს

ინტუიცია არის გრძნობა, რომელიც შესაძლოა გამომუშავდეს სწორი ვარჯიშის საშუალებით. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ ინტუიციის გასაძლიერებლად აუცილებელია თქვენი გრძნობების გაანალიზება და ემოციების გარკვევა.

2. ნუ უარყოფთ შინაგან ხმას

როდესაც შინაგანი ხმა გეუბნებათ, რომ რაღაც არასწორია, ან გეუბნებათ სხვა მიმართულებით წახვიდეთ - მოუსმინეთ. ზოგჯერ, ეს ხმა ქვეცნობიერში დალექილი გამოცდილების შედეგია. იმ ცოდნის, რომელიც თქვენ უკვე დაგავიწყდათ, მაგრამ თქვენს სხეულს, ჯერ კიდევ ახსოვს...

3. იყავით შემოქმედებითი

კომპიუტერის ეკრანთან გატარებული სამუშაო დღე არ კვებავს თქვენს სულს და არც ინტუიციას. შემოქმედებისთვის დროის გამოყოფა - იქნება ხატვა, წერა თუ სხვა სახის ხელსაქმე - აუცილებელია ინტუიციის განვითარებისთვის.

გაითვალისწინეთ, ეს უნდა გახდეს ყოველკვირეული, ან კიდევ უფრო ხშირ საქმე, რათა თქვენს ჩვევად ჩამოყალიბდეს და მეტაფიზიკური პროცესების შეგრძნებაში დაგეხმაროთ.

4. გახდით დამკვირვებელი

რამე შენიშნეთ? ყურადღებით მოუსმინეთ. არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თქვენს გარშემო მყოფ სამყაროს, თქვენს ცხოვრებაში მყოფ ადამიანებს და გრძნობებს. შენიშნეთ კავშირი თქვენსა და გარე სამყაროს შორის. ზოგჯერ დეტალები იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...

5. დააკვირდით თქვენს სხეულს

ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე პროცესებზე თქვენი სხეულის რეაგირებას - იქნებ განსაკუთრებულ შეგრძნებებს მუცელში გრძნობთ, ან იქნებ გულში? თქვენი ინტუიციის გასავითარებლად აუცილებელია თქვენი ინტელექტუალური ცნობიერების დაკავშირება თქვენს ფიზიკურ არსებობასთან.

ხშირად, ჩვენი სხეული გვესაუბრება, მაგრამ სანამ არ ვიპოვით, სანამ არ ვისწავლით მის გაგებას, ეს საუბარი აზრს კარგავს. დაეუფლეთ თქვენს სენსორულ გამოცდილებას, რათა უკეთ შეისწავლოთ თქვენი საკუთარი ცნობიერება.

6. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში

დაიმახსოვრეთ, თქვენი სხეული ერთიანი სამყაროს ნაწილია. ბუნება, სუფთა ჰაერი, მდინარე - ეს ისაა, საიდანაც თქვენი სხეული მოდის. აუცილებელია „სახლში“ დაბრუნება, რათა უკეთ დაინახოთ საკუთარი თავი. ბუნებაში დროის გატარება კარგია მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, მაგრამ კიდევ უკეთესია განმარტოება.

ბუნებაში დროის მარტო გატარება აუცილებელია ინტუიციის გასავითარებლად, რადგან ამ დროს, მხოლოდ თქვენს ხმას, ფიქრებსა თუ ემოციებს უსმენთ. მოსმენის პარალელურად კი, სამყაროს ხმას უკავშირებთ.

7. მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმეთ საყვარელ საქმეს

ეს უკვე კლიშეა, რომელიც ყველამ ვიცით, მაინც არ ვუთმობთ საკმარის დროს საყვარელ საქმეს. როდესაც სინქრონიზებული ხართ თქვენს მიზანთან, თქვენი ინტუიცია მაქსიმალურ ზღვარს აღწევს. შეძლებისდაგვარად აკეთეთ ის, რაც გიყვარს და რაც გაბედნიერებთ.

ცხოვრება მოკლეა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მოცემული დრო. ამისთვის კი აუცილებელია შევქმნათ ჰარმონია ჩვენს ცხოვრებას, სხეულსა და გონებას შორის. სწორედ ამ წერტილში ძლიერდება ადამიანის ინტუიცია. რადგან ის სხვა არაფერია, თუ არა ცოდნის, შეგრძნებისა და ემოციების თანაკვეთა.