LIFE

თუ თავდაჯერების პრობლემა გაქვთ: 3 მარტივი რჩევა, რომელიც თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ

თუ თავდაჯერების პრობლემა გაქვთ: 3 მარტივი რჩევა, რომელიც თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ

უპირველეს ყოვლისა, თავდაჯერება არის საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობა. თუ ზოგადად, დაბალ თვითშეფასებას უჩივით, მაინც შეძლებთ გაიხსენოთ მომენტები, როდესაც თავს თავდაჯერებულად გრძნობდით. ამიტომ, თქვენ ნამდვილად იცით, რა კარგი გრძნობაა ეს!

მართლაც, თავდაჯერებას ბევრი სარგებელი მოაქვს - თქვენ ადვილად მოიპოვებთ გარშემო მყოფთა პატივისცემას, გახდებით უფრო ბედნიერი ადამიანი და დაამყარებთ ძლიერ კავშირებს, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. 

1. ყოველთვის ატარეთ სუფთა და მოწესრიგებული ტანსაცმელი 

თუ თავდაჯერების პრობლემა გაქვთ: 3 მარტივი რჩევა, რომელიც თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ

ალბათ გსმენიათ გამოთქმა: ჩაიცვი ისე, როგორც გინდა, რომ შეგაფასონ. ამის მიზეზი ისაა, რომ გარეგნობა ძალიან ბევრს ამბობს ადამიანზე. ამიტომ აუცილებელია ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ! 

თუმცა, ეს არ გულისხმობს ძვირადღირებულ ტანსაცმელს. უბრალოდ მეტი ყურადღება მიაქციეთ მის გასუფთავებასა და მოწესრიგებას. დაგვეთანხმებით, რომ რთულია იმ ადამიანის პატივისცემა, ვინც მუდმივად დაკუჭული და დალაქავებული ტანსაცმლით ესწრება საქმიან შეხვედრებს. 

2. ისაუბრეთ ხმამაღლა, გაიმართეთ მხრებში და უყურეთ ადამიანს თვალებში 

თუ თავდაჯერების პრობლემა გაქვთ: 3 მარტივი რჩევა, რომელიც თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ

თუ საუბრისას, არასდროს უყურებთ ადამიანს თვალებში და როგორც წესი, იატაკს ან ცას მისჩერებიხართ, მაშინ არაპირდაპირ გასცემთ შეტყობინებას, რომ მორცხვი ადამიანი ხართ. და ეს არ არის ის, რაც გსურთ რომ სხვებმა თქვენზე იფიქრონ. ამიტომ უმჯობესია, საუბრისას თავი მაღლა ასწიოთ და პირდაპირ თვალებში შეხედოთ ადამიანებს. 

ასევე, ისაუბრეთ მკაფიო ტონით და მიეცით საშუალება ადამიანებს, თქვენი ხმა მკაფიოდ გაიგონ. ლაპარაკისას წუწუნმა ან შფოთვამ შეიძლება წარმოქმნას შთაბეჭდილება, რომ თქვენ არ ხართ სანდო ადამიანი. 

შეინარჩუნეთ სწორი პოზა! თუ საუბრისას გამუდმებით თამაშობთ ხელებით ან ბეჭებში არ სწორდებით, მაშინ სხვა ადამიანისთვის ძალიან ადვილია შეამჩნიოს თქვენი სიმორცხვე. 

3. დაეუფლეთ ახალ უნარებს, შეინახეთ შიშები საკუთარ თავში და შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება 

თუ თავდაჯერების პრობლემა გაქვთ: 3 მარტივი რჩევა, რომელიც თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ

თავდაჯერების განცდა, რომელიც ახალი უნარის დაუფლებას მოსდევს, უბრალოდ, შეუდარებელია! წარმოიდგინეთ, რომ სამზარეულოში ყოველთვის უხერხულად გრძნობთ თავს, რადგან არც ერთი კერძის მომზადება არ იცით. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ კულინარიულ უნარებს დაუფლებით და მეგობრებს თქვენი ხელით მომზადებულ სპაგეტის შესთავაზებთ? დიახ, თქვენ დაიჯერებთ საკუთარი შესაძლებლობების უსასრულობას. 

მაშინაც კი, თუ გეშინიათ, უმჯობესია თქვენი ეჭვები საკუთარ თავში შეინახოთ. უბრალოდ ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს და გზას გაჰყევით. თუმცა ნუ შეადარებთ საკუთარ თავს იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე დიდი ხნის წინ აირჩია ეს გზა. რადგან ეს შეგიქმნით განცდას, რომ ვიღაც თქვენზე უკეთესია. 

ეს ასე არ არის - თითოეული ადამიანი საუკეთესო და უნიკალურია. ამის დასანახად კი, საუკეთესო გზა, საკუთარი თავის დაჯერებაა...