LIFE

მარტივი ტესტი, რომელიც ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევაში დაგეხმარებათ

მარტივი ტესტი, რომელიც ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევაში დაგეხმარებათ

პიროვნების შეფასების მიზნით, ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ პროექციულ ტესტებს, რომლებიც მოიცავს ორაზროვან სურათებს ან ლაქებს. მიღებული პასუხების მიხედვით, ისინი ადამიანის ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ იღებენ ინფორმაციას. მზად ხართ მცირე ფსიქოლოგიური ტესტისთვის?

დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს მაქსიმუმ 5 წამის განმავლობაში. რა დაინახეთ? 

მარტივი ტესტი, რომელიც ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევაში დაგეხმარებათ

თუ თქვენ დაინახეთ გამოქვაბული: 

მარტივი ტესტი, რომელიც ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევაში დაგეხმარებათ

ამ ეტაპზე, თქვენ ძალიან ძლიერი ემოციური მდგომარეობა გაქვთ და ფაქტობრივად არ არსებობს მოვლენა, რომელიც წონასწორობის მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. ზოგადად, თქვენ ხართ მშვიდი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ მოვლენას პოზიტიურად აფასებს. თქვენი შინაგანი სიძლიერის და ოპტიმიზმის გამო, უარყოფითი სიტუაციები თქვენზე ვერ ახდენს ნეგატიურ გავლენას. ყველაზე ხშირად, სწორედ თქვენნაირ ადამიანებს სთხოვენ რჩევებსა და რეკომენდაციებს. 

ჩვენი რჩევაა, გაუზიარეთ საკუთარი ენერგია რაც შეიძლება მეტ ადამიანს და დაეხმარეთ პოზიტიური ვიბრაციის გაძლიერებაში.

თუ თქვენ დაინახეთ მფრინავი თეფშები: 

მარტივი ტესტი, რომელიც ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევაში დაგეხმარებათ

როგორც ჩანს, თქვენ ძალიან გადაიღალეთ და აფეთქების ზღვარზე ხართ. დიდი ალბათობით, უკვე შენიშნეთ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა უძილობა და თავის ტკივილი. 

ჩვენი რჩევაა, არ ჩაახშოთ თქვენი ემოციები და ნუ მისცემთ წვრილმანებს გაღიზიანების საშუალებას. ამან შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია. მაქსიმალურად შეეცადეთ დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგიები.

თუ თქვენ დაინახეთ უცხოპლანეტელის სახე: 

მარტივი ტესტი, რომელიც ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევაში დაგეხმარებათ

ამ ეტაპზე, თქვენ შეგიძლიათ არაფრისგან შექმნათ პრობლემები. თქვენი ჩვევა, ემოციურად გადაამუშავოთ ნებისმიერი მოვლენა, აძლიერებს შფოთის შეგრძნებას. 

ჩვენი რჩევაა, შეწყვიტოთ ენერგიის ფლანგვა არარსებულ, წარმოსახვით პრობლემებზე. ხოლო როდესაც რეალური პრობლემის წინაშე დადგებით, შეეცადეთ, სხვა კუთხიდან შეხედოთ მას. შფოთთან საბრძოლველად, სცადეთ სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთება - მათ ნამდვილად შეუძლიათ დახმარება.