სტილი

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

ნაკლებად ხარისხიანი, თუმცა ფინანსურად ხელმისაწვდომი ბრენდები, რა თქმა უნდა კარგი საშუალებაა ნორმალურად და მეტ-ნაკლებად მოდურად გამოვიყურებოდეთ, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ხარისხის თვალსაზრისით, მათი პროდუქცია არ გამოირჩევა. თუ დავფიქრდებით, მათი ხშირი გამოყენება გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან სწრაფად ფუჭდება და ტანსაცმლის ხშირად შეძენა გვიწევს.

გარდა ამისა, ჩვენი ტანსაცმლის გამძლეობა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ ვუვლით მათ. ნებისმიერი ხარისხის ტანსაცმლის მოხმარების შემთხვევაში, თუ სწორად მოვუვლით და გავუფრთხილდებით, ხანგრძლივად და პირვანდელი მშვენიერებით შევინარჩუნებთ მათ!

TREND გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ არ დაუშვათ ტანსაცმლის მოვლასთან დაკავშირებული მარტივი შეცდომები:

1. არ ჩამოკიდო სვიტერი

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

თუ სვიტერს კარადაში, სხვა ტანსაცმელებთან ერთად კიდებ, გახსოვდეს, რომ თავად აფუჭებ მას. ნაქსოვი სვიტერების უმრავლესობა მძიმეა, ხოლო ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, მათ მხრებთან ნაქსოვი უფუდებათ ან სულაც ერღვევათ. დაკეცეთ თქვენი საყვარელი და ფუმფულა სვიტერები და ჩაალაგეთ კომოდში. გარეცხეთ დაბალ ტემპერატურაზე და სპეციალურ რეჟიმზე.

2. ნუ ისარგებლებ ქიმწმენდით ხშირად

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხშირად იმაზე ძვირიც გვიჯდება, რაც მასში გადავიხადეთ. განსაკუთრებით ბეწვის ქურტუკები და პალტოები, რომლებსაც მშრალი წმენდა, იგივე ქიმწმენდა სჭირდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ქიმწმენდაში ტანსაცმელი იწმინდება საკმაოდ ეფექტურად, თუმცა, მკაცრი მეთოდებით, რაც საბოლოოდ თქვენი საყვარელი ნივთების გაფუჭებას იწვევს. 

3. ნუ გარეცხავ თეთრეულს სარეცხ მანქანაში 

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

ყველანი ვთანხმდებით, რომ ინტიმური თეთრეულის სარეცხ მანქანაში რეცხვა სიზარმაცეა და სხვა არაფერი. რაც მთავარია, ჩვენი ბიუზჰალტერები და საცვლები ასეთი რეცხვის შედეგად ელასტიკურობას კარგავს და ძალიან მოკლე დროში ფუჭდება, მიუხედავად იმისა, როგორი ხარისხის თეთრეულს მოვიხმართ. 

4. არ გამოიყენო მავთულის საკიდები

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

შესაძლოა, მავთულის საკიდები ძალიან იაფია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სარეცხს, მათზე განთავსება, ძალიან აფუჭებს. პლასტმასის შემცველობის საკიდები გაცილებით კარგი საშუალებაა ჩვენი სარეცხის გასაფენად და არც ჩვენს ტანსაცმელს უკარგავს ფორმას. ამიტომ, ეცადეთ, დახარჯოთ ოდნავ მეტი, თუმცა ხანგრძლივად შეინარჩუნოთ თქვენი საყვარელი სამოსი. 

5. არ გარეცხო ჯინსი ხელით 

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

ჯინსების გარეცხვა რეკომენდირებულია სარეცხ მანქანაში. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჯინსს არ სჭირდება ღრმა და საფუძვლიანი რეცხვა, ამიტომაც ხელით რეცხვას ანიჭებენ უპირატესობას. ხელით ჯინსი ჯარგად არ ირეცხება და მალე ფუჭდება. 

6. მოაწესრიგე ტანსაცმელი გარეცხვამდე

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

აი რა აფუჭებს ჩვენს ტანსაცმელს ყველაზე ხშირად! გაუხსნელი ღილები, ჯიბეში ჩარჩენილი ნივთები, ფული და ა.შ. გარეცხვამდე, ეცადეთ კარგად შეამოწმოთ ტანსაცმლის ჯიბეები, ღილები და ელვა შესაკრავები შეუხსენით და ჩართეთ სწორ რეჟიმზე!

7. სწორად შეინახე ფეხსაცმელი

როგორ მოვუაროთ ტანსაცმელს

რამდენი თქვენგანი ყრის ფეხსაცმელს გახდისთანავე კარადაში? ფეხსაცმელს, ისევე, როგორც ტანსაცმელს სჭირდება მოვლა, სისუფთავე და სწორი დალაგება, რათა დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. ყოველთვის გაწმინდეთ ფეხსაცმელი, შედეთ კარგადაში და ნუ დაადებთ ზევიდან სხვა ფეხსაცმელს. 



allwomenstalk.com