ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, როგორი იქნება დედამიწა კაცობრიობის გაქრობის შემთხვევაში. დიახ, სურათი ნამდვილად აპოკალიფსურია. მართალია, პანდემიის მიუხედავად ჯერ კიდევ ვარსებობთ, ვაგრძელებთ ცხოვრებას, მუშაობას, გამრავლებას, მაგრამ სამყაროში არსებობს ადგილები, რომლებიც წლებია მიატოვეს... თუმცა თავის დროზე ადამიანებმა მის მშენებლობაში ენერგია, დრო და ადამიანური რესურსი დახარჯეს....

სპინალონგა, საბერძნეთი

პატარა კუნძული აღმოსავლეთ კრეტაზე, ელეუდასთან ახლოს. ის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც კრეტადან და შემდეგ მთელი საბერძნეთიდან იქ კეთრით დაავადებული ხალხი ჩაჰყავდათ. ეს იყო 1957 წლამდე იზოლირებული ადგილი, რათა დაავადება არ გავრცელებულიყო.

პრიპიატი, უკრაინა

მიტოვებული ქალაქი ჩრდილოეთ უკრაინაში, სადაც 1986 წლის 26 აპრილს, გამთენიისას ქალაქის მახლობლად ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა გაჟონვა, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიფრქვა მავნე და სიცოცხლისთვის საშიში რადიოაქტიური ნივთიერებები. ქალაქიდან ევაკუირებული იქნა მოსახლეობა და მას შემდეგ იქ აღარავინ ცხოვრობს. ჩერნობილის განკერძოებულ ზონაში მოქცეულ ქალაქების შორის პრიპიატსა და ჩერნობილს, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, არ ჩამოერთვათ დასახლებული პუნქტის სტატუსი.

ელისის კუნძულის საიმიგრაციო ცენტრის საავამდყოფო

ელისის კუნძული ფუნქციონირებდა 1892 წლიდან 1954 წლამდე. ფედერალურ მთავრობას სურდა დაეკონტროლებინა იმიგრაცია, რათა დარწმუნებულიყო, რომ ემიგრანტებს არ ჰქონდათ დაავადებები და შეეძლოთ საკუთარი თავის მიხედვა და მუშაობა ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ..

კოლმანსკოპი, ნამიბია

ქალაქი გერმანელების აღმოჩენის შემდეგ 1908 წელს აშენდა. აქ სახლები გერმანული არქიტექტურის სტილში იყო ნაშენები, იყო საცეკვაო კლუბები, სკოლა, კაზინო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. 1954 წელს კი საბოლოოდ დაიცალა. ახლა შენობების უმრავლესობას სილა ფარავს და ადგილი ფილმების გადასაღებ მოედნად გამოიყენება.

ჰაშიმას კუნძული, იაპონია

კუნძული ჰაშიმა (Hashima) – ერთ-ერთი უნიკალური უდაბნო კუნძულია იაპონიაში. მას მკვდარ ქალაქსაც უწოდებენ. მოსახლეობა აქ 1887 წლიდან დასახლდა და მათი ძირითადი და ერთადერთი სამუშაო გახლდათ ქვანახშირის მოპოვება.აშენდა მშვენიერი ქალაქი, მაგრამ 1974 წლისათვის ქვანახშირის მარაგი ამოიწურა და ქალაქმაც დაცარიელება დაიწყო. სხვა საარსებო წყარო არ არსებობდა და ხალხიც იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა კუნძული.

როსის კუნძული, ინდოეთი

ინდოეთის ოკეანეში, ანდამანის კუნძუ როსზე, II მსოფლიო ომის შემდეგ, არავინ ცხოვრობს. იყო დრო, როდესაც ამ ადგილს „აღმოსავლეთის პარიზსაც“ ეძახდნენ მისი საოცარი არქიტექტურის და ცხოვრების მაღალი დონის გამო. XVIII საუკუნის 90-იან წლებში ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ლეიტენანტმა არჩიბალდ ბლეირმა კუნძულზე გამოსასწორებელი კოლონია დაარსა, თუმცა ყველა, ვინც კუნძულზე იმყოფებოდა, მალარიის ეპიდემიის შედეგად დაიღუპა.

ამჟამად, პატიმრების მიერ აშენებული შენობებიდან, თითქმის აღარაფერი დარჩა – 1941 წელს მიწისძვრამ სრულიად გაანადგურა კუნძულის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა იძულებული გახდა, კუნძული სამუდამოდ დაეტოვებინა. II მსოფლიო ომის დროს, კუნძულზე იაპონელები გამოჩნდნენ და იმ ბრიტანელებმა, რომებიც იქ ჯერ კიდევ რჩებოდნენ, კუნძული სასწრაფოდ დატოვეს – და უკვე სამუდამოდ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური ოკუპაცია 1945 წელს დასრულდა, აღარავის უცდია კუნძულზე დასახლება.

მეთევზეთა მიტოვებული სოფელი ჩინეთში

შენშანის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ჩინეთის "მწვანე სამოთხე" - სოფელი ხოუთოუ ვანი მდებარეობს. შენშანის კუნძული 2 000-მდე მეთევზის სახლი იყო. 90-იანი წლების დასაწყისში მაცხოვრებლებმა ხოუთოუ ვანის დატოვება უკეთესი ცხოვრების საძებრად დაიწყეს. 1994 წელს თითქმის ყველამ დატოვა სოფელი, მხოლოდ ერთეულები დარჩნენ. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სოფელი მისი 500-ზე მეტი სახლით მთლიანად გამწვანდა. ხოუთოუ ვანი დღეს ტურიტებისთვის პოპულარული ადგილია.

პირამიდენი, ნორვეგია

კიდევ ერთი ეკონომიკური მიზეზების გამო მიტოვებული ქალაქების მაგალითი. ნორვეგიის ქალაქი პირამიდენი აშენდა ნახშირის მაღაროში მომუშავეთა და მათი ოჯახების საცხოვრებლად. 1910 წელს შვედურმა კომპანია Spetsbergens Svenska Kolfalt- მა მიიღო უფლება, არქიპელაგში ქვანახშირის ქვანახშირის მოპოვებაზე, მაგრამ 1927 წელს ქალაქი რუსულ კომპანიას მიყიდეს. 1950-იან წლებში დაახლოებით 70 ათასი ტონა ქვანახშირის მოპოვება მოხდა. წარმოების გაზრდის მიზნით, 1956 წელს გაიხსნა მეორე მაღარო "Severnaya", საიდანაც, პროექტის თანახმად, შესაძლებელი იყო წელიწადში 235 ათასი ტონა ნახშირის მოპოვება. 90-იან წლებში ქვანახშირის, როგორც მინერალის მნიშვნელობამ დაიკლო ბაზარზე და ასეთი შორეული ტერიტორიის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირმა ხარჯები აღარ გაწია. მაღაროელებმა და მათმა ოჯახის წევრებმა სამშობლოში დბრუნება დაიწყეს. 1997 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაღაროები და მთლიანი სოფელი დახურულიყო.

კრაკო, იტალია

კრაკო შუა საუკუნეების მცირე ზომის ქალაქი იყო, რომელიც ,,მატერას” პროვინციაში მდებარეობს, ტარანტოს ყურიდან 35 კილომეტრის დაშორებით. ეს , ტიპიურ იტალიურ შუა საუკუნეების ქალაქს წამოადგენდა, რომელიც გორაკზე იყო აშენებული, ხოლო გარშემო პურის ყანები ჰქონდა გარშემორტყმული.

1932-1956 წლებში მომხდარმა მიწისძვრებმა ქალაქი იმდენად დააზარალა რომ იქ ცხოვრება უკვე წამოუდგენელი გახდა, 1968 წელს კი უკანასკნელმა 1800 მოსახლემ დატოვა ქალაქი. ქალაქი კრაკო მისი უნიკალური სილამაზისა და სიძველის გამო მრავალი კინორეჟისორის ინტერესს იწვევს. გადასაღებ მოედნად კრაკო გამოიყენეს შემდეგ ფილმებში: ,, მეფე დავითი”, ,,ქრისტეს ვნებანი” , ,,შეწყალების კვანტუმი” და ასე შემდეგ.