LIFE

ხუთი ყველაზე დრამატული სიყვარულის ისტორია ჰოლივუდში

ხუთი ყველაზე დრამატული სიყვარულის ისტორია ჰოლივუდში

ჰოლივუდი ვარსკვლავური ურთიერთობების, სასიყვარულო სამკუთხედების, ნამდვილი გრძნობების, სკანდალური დაშორებების ადგილია და ყველაფერთან ერთად, ის ტრაგიკული ისტორიებითაც არის სავსე, ამბებით, რომლებსაც ცნობილი ადამიანების გულშემატკივრები ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ.

ამ სტატიაში სწორედ ასეთ ისტორიებს გავიხსენებთ:

1. ბრიტანი მერფი და საიმონ მონჯაკი

ბრიტანი მერფი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარსკვლავი იყო. დიდი ხნის განმავლობაში მას სასიყვარულო ურთიერთობებში არ უმართლებდა. 2007 წელს კი, როგორც თავად ამბობდა, ნამდვილი სიყვარული იპოვა და ბედი საიმონ მონჯაკს დაუკავშირა. 

BO-1 Multipic:

სამწუხაროდ, ამ ურთიერთობამ, ტრაგიკული შემთხვევის გამო, დიდხანს არ გასტანა. 2009 წელს ბრიტანი მერფი დასავლეთ ჰოლივუდში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მიზეზად მწვავე ინტოქსიკაცია, პნევმონია და მძიმე ანემია დასახელდა. 

მონჯაკი საყვარელი ქალის გარდაცვალების გამო ურთულეს მდგომარეობაში იყო - მან ტრაგედიას ვერ გაუძლო. ბრიტანი მერფის გარდაცვალებიდან ექვს თვეში სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აუტოფსიამ აჩვენა, რომ ისიც მწვავე პნევმონიითა და მძიმე ანემიით გარდაიცვალა. 

2. პატრიკ სუეიზი და ლიზა ნიემი

პატრიკ სუეიზი და ლიზა ნიემი 34 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. 2009 წელს პატრიკი სიმსივნით გარდაიცვალა. ლიზა საყვარელ მამაკაცს რთულ პერიოდში გვერდიდან არ შორდებოდა და მისი გარდაცვალება უმძიმესი დარტყმა იყო. 

BO-2 Multipic:

ისინი მთელი ცხოვრება ერთი გუნდი იყვნენ, ყველა დარდს, ბედნიერებას, წარმატებას ერთმანეთს უზიარებდნენ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ლიზა აქტიურად ჩაერთო სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა დასახმარებლად საქველმოქმედო საქმიანობაში.

3. ლიამ ნისონი და ნატაშა რიჩარდსონი 

BO-3 Multipic:

ლიამ ნისონი და ნატაშა რიჩარდსონი 15 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულნი. 2009 წელს რიჩარდსონი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სრიალის დროს თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ეს ამბავი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ყველასთვის, განსაკუთრებით კი რიჩარდსონის ქმრისთვის. ლიამი დიდი დროის განმავლობაში საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. დღეს კი ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო და დღემდე დიდ სევდასა და დარდს განიცდის ცოლის გარდაცვალების გამო. 

4. ჰით ლეჯერი და მიშელ უილიამსი

ჰით ლეჯერის სიკვდილი მთელი მსოფლიოსთვის და მისი მილიონობით ფანისთვის უმძიმესი ტრაგედია იყო. ის იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც ახსოვთ და სიყვარულით საუბრობენ. ჰით ლეჯერი და მიშელ უილიამსი ერთმანეთს ფილმ “Brokeback Mountain” - ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. 

BO-4 Multipic:

მალე მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. წყვილი დაინიშნა, შვილი გაუჩნდათ, თუმცა 2007 წელს დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ დაშორების შემდეგაც ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და ერთმანეთზე ყოველთვის სიყვარულით საუბრობდნენ.

2008 წელს ლეჯერი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ კი უილიამსმა თქვა, რომ მიუხედავად დაშორებისა, მას ცხოვრება მხოლოდ ჰით ლეჯერის გვერდით წარმოედგინა და სურდა, ცხოვრების ბოლომდე მის გვერდით ყოფილიყო. 

5. კორი მონტეიტი და ლეა მიშელი

ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელსაც ფანებიც კი ცრემლების გარეშე დღემდე ვერ იხსენებენ. წყვილი ერთმანეთს სერიალ Glee-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. სერიალში შეყვარებულებს თამაშობდნენ.

BO-5 Multipic:

ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ მათ შორის მეგობრობაზე უფრო მეტი იყო. „ის მაგრძნობინებს, რომ ყოვლისშემძლე ვარ. ცხოვრებაში პირველად მაქვს უსაზღვრო ბედნიერების განცდა. მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი გოგო ვარ“, - ამბობდა ლეა მიშელი. 

სამწუხაროდ, კორი ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღების შედეგად გარდაიცვალა. მიშელმა ახალი სიყვარული იპოვა, თუმცა დღემდე ამბობს, რომ მისი გული, რომელიც კორის გამო დაიმსხვრა, ვერასოდეს გამთელდება.