ჯანმრთელობა

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

1. 3 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ლიმფური ჯირკვლების მასაჟი

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

იმისათვის, რომ თქვენი სახე ნაკლებად შეშუპდეს, აუცილებელია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი ტექნიკა:

· გადაჯვარედინეთ ხელები, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. კისრის დასაწყისში, ორივე მხარეს, დადეთ 2-2 თითი;

· დაიწყეთ მოძრაობა ქვედა მიმართულებით - ჩაუყევით კისრის ბოლომდე. გაიმეორეთ 10-ჯერ.

· შემდეგ თითები კისრის ცენტრისკენ გადმოიტანეთ და განაგრძეთ მასაჟი ქვედა მიმართულებით. გაიმეორეთ 10-ჯერ.

· ახლა თითები დეკოლტის შუა ნაწილზე ჩამოიტანეთ. ამჯერად, დაიწყეთ მოძრაობა გვერდითი მიმართულებით - მკერდისკენ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

2. გამოიყენეთ K ვიტამინის შემცველი კრემები

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

K ვიტამინი, ძირითადად, კანის მოვლის პროდუქტებში გამოიყენება. ეს ნივთიერება ხელს უწყობს კანის შეხორცებას, ამსუბუქებს სიწითლეს და ამცირებს შეშუპებას. ამიტომაც, K ვიტამინს, ყველაზე ხშირად, თვალის კრემებში შეხვდებით.

3. მოიხმარეთ კალიუმიც და ნატრიუმიც

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

თირკმელები, ჩვენს ორგანიზმში ინარჩუნებენ სათანადო ბალანსს ნატრიუმს, კალიუმსა და წყალს შორის. როდესაც ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრ ნატრიუმს, სხეული ცდილობს, რომ ბალანსს წყლის შეკავებით მიაღწიოს. სწორედ ამ დროს იბერება თქვენი სახე. ამიტომ როდესაც მარილიან (ნატრიუმით გამდიდრებულ) საკვებს მიიღებთ, აუცილებლად მიირთვით კალიუმით გაჯერებული საკვებიც. ასე, ბალანსის მისაღწევად, თქვენს სხეულს წყლის შეკავება აღარ დასჭირდება.

4. არ დაიბანოთ სახე საშხაპეში

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ აბაზანის ნიჟარასთან გრილი წყლით დაბანას, სახის შეშუპების შემცირება შეუძლია. ამიტომ არ დაიბანოთ სახე საშხაპეში, ცხელი წყლის ქვეშ.

5. მიიღეთ ნაკლებად ცხელი შხაპი

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

ცხელი შხაპი, თავის არში სისხლის მიწოდების ნაკადს ზრდის. შედეგად კი თქვენი სახე წითელი, ცხელი და შეშუპებულია. თუ უარს ვერ ამბობთ მაღალ ტემპერატურაზე, შხაპის შემდეგ სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

6. აკონტროლეთ ესტროგენის დონე

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

თუ თქვენს სხეულში ესტროგენი დისბალანსშია, მაშინ მისი ვიზუალური სიმპტომებია:

· კანის ჰიპერპიგმენტაცია

· შეშუპებული სახე

· იასამნისფერი სტრიები

გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ჰორმონების დონე, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

7. აკონტროლეთ ცილის რაოდენობა

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახე შეშუპებულია, არის დაბალი ცილის შემცველი კვება. როდესაც სხეული ცილის ნაკლებობას განიცდის, მაშინ სისხლძარღვების შიგნით არსებული ლიმფური სითხე გადადის თქვენს უჯრედებში. ამიტომ, დაიცავით დაბალანსებული დიეტა.

8. აკონტროლეთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა

თუ ყოველ დილით შეშუპებული სახით იღვიძებთ: პრობლემის მოგვარების 8 გზა

სახის შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით. კონკრეტულად კი, მისი დაბალფუნქციურობით. ამ მდგომარეობის სხვა სიმპტომებია დაღლილობა, წონის მომატება და ყაბზობა.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.