SEX

6 ფაქტი ქალის ორგაზმის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით

6 ფაქტი ქალის ორგაზმის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით

კვლევებით დასტურდება, რომ ქალების დაახლოებით 12%-ს არ შეუძლია ორგაზმის განცდა...

1. ის ბუნებრივი ტყივილგამაყუჩებელია 

ორგაზმის დროს გამოიყოფა სასიამოვნო ჰორმონების დიდი რაოდენობა. მათ შორისაა ოქსიტოცინი, სეროტონინი, ფენილეთილამინი და ენდორფინი. სწორედ ამიტომ, ის ბუნებრივი „ტკივილგამაყუჩებელია“. 

2. მას გააჩნია გვერდითი ეფექტებიც 

ორგაზმის დროს, ზოგიერთი ქალი ძალიან საინტერესო გვერდით ეფექტებს განიცდის. როგორებიცაა, ფეხის ტკივილი, სიცილი და ცემინება. 

3. მას აქვს იგივე ეფექტები, რაც ალკოჰოლს, შოკოლადსა და ყავას

როდესაც ადამიანი ორგაზმს განიცდის, ტვინი ივსება დოპამინით. ასევე, ეს ნივთიერება გამოიყოფა მაშინ, როდესაც ადამიანი იღებს ალკოჰოლს, შოკოლადსა და კოფეინს.

4. ვაგინის თავდაჯერების შესახებ...

კვლევებით დასტურდება, რომ სასქესო ორგანოს მიმართ დამოკიდებულება, უფრო კონკრეტულად კი, მოწონება და არმოწონება, პირდაპირ კავშირშია ორგაზმის ხარისხთან. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ვაგინა განსხვავებული ვიზუალისაა და არ არსებობს მისი სილამაზის კრიტერიუმები.

5. პრელუდია აუცილებელია

ქალების უმეტესობას მინიმუმ 20 წუთი სჭირდება სექსუალური აქტივობის დასასრულებლად და ორგაზმის მისაღწევად, ამიტომ პრელუდია აუცილებელია.

6. კლიტორის ერთადერთი ფუნქცია სიამოვნებაა

კლიტორი არის ვულვის ნერვული სისტემით ყველაზე მდიდარი ნაწილი, რაც მას სიამოვნების ცენტრად აქცევს. მასზე ორჯერ მეტი ნერვული დაბოლოებაა, ვიდრე პენისზე. ამიტომ მიიჩნევა, რომ ქალის ორგაზმი გაცილებით ინტენსიურია.