დრო არასოდეს არ ჩერდება... იმას, რაც ასე ძალიან გსურთ, ლანგარზე დადებულს არავინ მოგართმევთ. მის მოსაპოვებლად, უნდა დატოვოთ თქვენი კომფორტის ზონა და იბრძოლოთ. ხანდახან, შესაძლოა ვერ მიიღოთ ის, რაც გსურთ, მაგრამ წარუმატებლობას არ უნდა მისცეთ უფლება, რომ დაგამარცხოთ. გადააქციეთ თქვენი წარუმატებლობა მომავალი წარმატების პირველ საფეხურად.
გაითვალისწინეთ, რომ თანმიმდევრულობა და სიმტკიცე ის თვისებებია, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად.
უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო და თუკი ყველა ადამიანი პირველივე ჩავარდნის დროს დანებდებოდა, ვერავინ ვერაფერს მიაღწევდა. ცხოვრება გაკვეთილია, რომელიც უნდა ისწავლოთ; ხოლო პრაქტიკა ის აუცილებელი კომპონენტი, რაც საკუთარი თავის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვეყოლებოდა მსოფლიო ჩემპიონები ან „გამარჯვებულები“... თუ ეს ადამიანები არ გადაწყვეტდნენ, რომ ისინი არასოდეს დანებებოდნენ და არ განაგრძობდნენ წინსვლას, არ გახდებოდნენ საუკეთესონი თავიანთ საქმეში. მხოლოდ მას, ვისაც აქვს საკმარისი თავდადება, შეუძლია მიაღწიოს წარმატებას.
ზოგჯერ, ნებისმიერ ქმედებას ტკივილი მოაქვს, მაგრამ არ უნდა დათმოთ საკუთარი სურვილები. ასეთ მომენტებში, უნდა გააკეთოთ მაქსიმუმი, რათა მოიკრიბოთ მთელი ენერგია და განაგრძოთ მოძრაობა.
როდესაც სიტუაცია რთულდება, გზის გაგრძელებაც კიდევ უფრო ძნელდება. ზუსტად ისევე, როგორც ვარჯიშის დროს: როდესაც კუნთები იწყებს ტკივილს, ფიქრობთ, რომ უნდა მიატოვოთ. ეს ის მომენტია, როდესაც ინსტრუქტორი გიბიძგებთ საზღვრის გადალახვას, რადგან სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი სამუშაო.
ცხოვრება არ არის სამართლიანი; თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი წარმატებისთვის. რთულია დაძლიო ის ნეგატიური აზრები, ეჭვები და შიშები, რომლებიც გაფიქრებინებს, რომ არაფრის ღირსი არ ხარ და დამარცხდები. მაგრამ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ თქვენი პოზიციის დაცვა, შეებრძოლოთ შიშებს და ნება დართოთ საკუთარ თავს მიაღწიოთ მაქსიმალურ წერტილს.
მოიშორეთ ნეგატიური აზრები და დარწმუნდით, რომ გარშემორტყმული ხართ პოზიტიური ენერგიით, ასევე იმ ადამიანებით, რომლებიც შთაგაგონებენ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია.
პოზიტიური გონება და ძლიერი აზროვნება, ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია სირთულეების დასაძლევად და გასამარჯვებლად.
მას შემდეგ რაც შეძლებთ გადაწყვიტოთ რისი გაკეთება გსურთ და საკუთარ თავს უთხარით, რომ მაქსიმალურად შეეცდებით და ყველაფერს გააკეთებთ. სწორედ ამ მომენტში, თქვენ უკვე მოგებული გექნებათ ნახევარი ბრძოლა. თქვენ გახდებით უფრო თავდაჯერებული და დაიჯერებთ, შეძლებთ მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ.
პოზიტივი გვაძლევს ფრთებს ნაბიჯების გადადგმისა და ისტორიის შესაქმნელად; მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ნამდვილად ვისარგებლოთ თავისუფლებით, როდესაც საკუთარ ხელებში, უჩვეულო ძალას ვიგრძნობთ. გამარჯვებაც ხომ სწორედ ესაა...
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები