ყოველ დილით იღვიძებთ და საწოლიდან დგებით. რატომ აკეთებთ ამას? რა არის მოტივაცია, რომელიც გაიძულებთ, ყოველ დილით წამოდგეთ საწოლიდან? ეს კითხვა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მას შეუძლია დაგაკავშიროთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მიზანთან.

გაღვიძების მრავალი მიზეზი შეგიძლიათ გაიხსენოთ. შესაძლოა ამას აკეთებთ თქვენი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. შესაძლოა იმიტომ, რომ დაასრულოთ პროექტი, რომლითაც გატაცებული ხართ. ან შესაძლოა, ეს უბრალოდ თქვენი ჩვევაა. შესაძლოა, ამისთვის მრავალი მიზეზიც კი გქონდეთ. თუმცა, ხშირად, ეს მიზეზები, გონების მიღმა რჩებიან.

თუ თქვენი გაღვიძების მიზეზი, ოჯახი და საყვარელი ადამიანებია, ატარებთ მათთან ერთად საჭირო დროს? თუ თქვენი მიზეზი პროექტია, უთმობთ კი საკმარის დროს? რამდენად აისახება ეს მიზეზები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ჰკითხეთ საკუთარ თავს, ასახავს თუ არა თქვენი ცხოვრება თქვენს მოტივაციას. თუ არა, დაფიქრდით, გსურთ თუ არა ცხოვრების ასე გაგრძელება...

შეიძლება გრძნობთ, რომ თქვენი ყოველდღიური რუტინა არ შეესაბამება თქვენს მიზანს, მაგრამ ეს კარგია. თუმცა, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი რაც გვაქვთ, არის თქვენი ყოველდღიური არჩევანი. თუ აფასებთ ოჯახს, მაგრამ ყოველთვის სამსახურში ხართ, თქვენ არ ცხოვრობთ თქვენი ნამდვილი მოტივაციისთვის.

თუ ამ მიზანს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად არ აქცევთ, შესაძლოა ვერასოდეს მიაღწიოთ მას. ბოლოს და ბოლოს, დრო გადის და მომენტები სამუდამოდ ქრება. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრიორიტეტების განსაზღვრა.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს. ნუ გაფლანგავთ მთელს ცხოვრებას რუტინული ან ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანების ამოხსნაში. თუ საკუთარ მიზნებს გააანალიზებთ და მის შესაბამისად მოიქცევით, თქვენ დაინახავთ უზარმაზარ ცვლილებას, თუ რამდენად კმაყოფილი ხართ და რამდენად ადვილია ყოველდღიურად გაღვიძება.

თქვენი ცხოვრება უნდა წარმართოთ ისე, რომ ნამდვილად გქონდეთ გაღვიძების მიზანი და მოტივაცია. წვრილმანებზე ფიქრისას, ნუ დაივიწყებთ იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.