LIFE

21 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილად შეყვარებული ხარ

21 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილად შეყვარებული ხარ

სიყვარული, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა. სწორედ ამიტომ არსებობს უამრავი ფილმი თუ სიმღერა მის შესახებ. გიყვარდეს და უყვარდე - ეს ხომ უბრალოდ ჯადოსნურია. 

მაგრამ სიყვარული საოცარია არა მხოლოდ იმ ჰორმონალური პროცესების გამო, რომელიც სხეულში ხდება, არამედ იმ რომანტიკული გრძნობების გამო, რომლებიც ორმხრივია. სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი მაგია... 

ცხადია, ნიშნები იმისა, რომ შეყვარებული ხარ, ყველასთვის განსხვავებულად გამოიყურება, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი რამ, რაც ადამიანების უმრავლესობისთვის საერთოა... 

1. შენ გიყვარს მისი სუნი.

2. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ გართობა.

3. შენი პრიორიტეტი მისი სურვილები და საჭიროებებია.

4. გიყვარს მისი ყურება, როდესაც სძინავს.

5. მზად ხარ, მასთან ერთად გამოსცადო ყველა სიახლე.

6. შენ მას გამუდმებით ამხნევებ.

7. და აფასებ მის სამომავლო გეგმებს.

8. მისი ხასიათის ნაკლოვანებებიც კი მოგწონს.

9. არ გახსოვს არც ერთი ყოფილი შეყვარებული.

10. გამუდმებით გინდა მისი ჩახუტება.

11. არ ითვლი წამებს, სანამ შენს შეტყობინებას უპასუხებს.

12. ფაქტობრივად, ყველაფერი მის თავს გახსენებს.

13. როცა ყოფილი შეყვარებული გწერს, საერთოდ არ იბნევი.

14. არ გეშინია, რომ ეს ურთიერთობა ტკივილით დასრულდება.

15. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია.

16. მის გარეშე ერთი დღის გატარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ უზომოდ მოგენატროს.

17. ვერც კი იხსენებ, გული ვინ გატკინა.

18. მზად ხარ მის გამო მსხვერპლი გაიღო.

19. როდესაც ყველაფერი რთულდება, ისაა „საუკეთესო რამ“, რაც ამ ცხოვრებაში გაგაჩნია.

20. მის გვერდით, ყველაზე დაცული ხარ.

21. გინდა, რომ შენს შესახებ ყველაფერი იცოდეს - ცუდიც და კარგიც, სასიამოვნოც და უსიამოვნოც, ადვილიც და რთულიც. და ანალოგიურად, გინდა, რომ მის შესახებ, ყველაფერი გაიგო...