1. თქვენი ურთიერთობა უკვე არასწორად დაიწყო
ის დაიწყო ტყუილის საფუძველზე, რაც ნამდვილად არ არის კარგის ნიშანი. არსებობს კი ქალი, რომელიც ამბობს: „მე მატყუარა ადამიანს ვეძებ“?
დიახ, თქვენი საყვარელი მამაკაცი მატყუარაა!
2. კარგი ქმარი ცოლს არ ღალატობს
უფრო მეტიც - ის ცდილობს ქორწინებაში არსებული პრობლემების გამოსწორებას. მოღალატე ადამიანი ჯადოსნურად არ გადაიქცევა იმ ბიჭად, რომელიც კარგი ქმარი გახდება.
მისი საქციელი - უწოდეთ მას ამორალური, ნარცისული ან ეგოისტური - მისი ნაწილია, იქნება ის დაქორწინებული, განქორწინებული თუ მარტოხელა.
3. თქვენ ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობთ
თქვენ იღებთ მის საუკეთესო მხარეს - ერთად ყოველთვის აკეთებთ რაღაც მხიარულს, ახალს, რომანტიკულს ან სექსუალურს. სწორედ ასეთი გამოცდილებაა, მისი დანახვისას მოზღვავებული ენდორფინების მიზეზი.
მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ სრულ სურათს და, შესაბამისად, მის შესახებ კონკრეტულ ცრუ წარმოდგენებს იქმნით.
4. თქვენ არ იცით, როგორია ყოველდღიურ ცხოვრებაში
თუ ეს ღალატი გამჟღავნდა, ის შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. როგორც კი ეს მოხდება, ის არ იქნება ისეთივე მხიარული ან საინტერესო. მას შესაძლოა სქესობრივი კავშირიც კი გაუჭირდეს.
როდესაც საბოლოოდ დაინახავთ მის ნამდვილ სახეს, ნაკლოვანებებსა და მავნე ჩვევებს, შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ ის არ მოგწონთ...
5. მისმა ოჯახმა, შვილებმა და მეგობრებმა შეიძლება არ არასოდეს მიგიღონ
თქვენ იქნებით ის, ვინც ეს ლამაზი ოჯახი დაანგრია. ამიტომ, აღიარების მოპოვებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება...
6. თუ შვილები ჰყავთ, მაშინ ყოფილი ცოლი ყოველთვის დარჩება თქვენს ცხოვრებაში
თუ ქმრის ღალატი და განქორწინება მისთვის შოკი აღმოჩნდება, თქვენ მისი ბრაზის სამიზნე გახდებით.
რაც სრულიად ბუნებრივია - ის სასოწარკვეთას განიცდის, მისი სამყარო დაინგრა და შედეგად, მთელი ბრაზი, პირდაპირ თუ ირიბად, თქვენკენ იქნება მომართული.
7. თქვენ მას სრულად ვერასოდეს ენდობით
მან უკვე უღალატა საყვარელ ქალს... ეს მისი ხასიათის ნაწილია...
8. თქვენ სამუდამოდ გახდებით „სხვა ქალი“
...
თემები: ოჯახი, წყვილი, პრობლემები, დაქორწინებული მამაკაცი