თუ შენი ბიჭი ამ 7 რამეს აკეთებს, მაშინ ის უბრალოდ გიყენებს, ამიტომ დროა, გაეცალო!
- 24.11.2021
1. ის გეუბნება, რომ არ სურს ურთიერთობა, მაგრამ მაინც აგრძელებთ შეხვედრებს
წარმოიდგინე: პირველ პაემანზე იმ ადამიანთან მიდიხარ, რომელიც მოგწონს. ის მაშინვე ამბობს, რომ არ სურს სერიოზული ურთიერთობა და შემდეგ, საინტერესო საუბარში გიბიძგებს. შენ ის მოგწონს, გინდა აზრი შეაცვლევინოთ და დაანახო, რა კარგია სერიოზული ურთიერთობა...
ეს დიდი შეცდომაა. როცა მამაკაცი ამბობს, რომ არ სურს ურთიერთობა, უნდა დაუჯერო და გაეცალო! თანაც, დასაწყისშივე!
2. ის გეფლირტავება, მაგრამ პაემანზე არ გეპატიჟება
ეს ბიჭი, რომელსაც იცნობ სამსახურიდან, სპორტული დარბაზიდან ან ეკლესიიდან, უბრალოდ ასეთია - მოფლირტავე. ის ყოველგვარი ახერხებს იპოვოს მომენტი, რომ სექსუალური დაძაბულობა შექმნას, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ არასოდეს გეპატიჟება პაემანზე. მას ყოველთვის უხარია შენი დანახვა, მაგრამ სიტუაცია ამაზე შორს არ მიდის. დიახ, ეს არის შესანიშნავი მინიშნება, რომ ის სერიოზულად არ არის დაინტერესებული.
ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც შენით სერიოზულადაა დაინტერესებული, პაემანზე დაპატიჟებას მოახერხებს. თუ ის ამას არ აკეთებს, გამოდის, რომ რაღაც აფერხებს. ამიტომ, გაეცალე!
3. ის ამბობს, რომ არასდროს ყოფილა შეყვარებული
ზოგიერთ ქალს ძალიან იზიდავს ის მამაკაცი, რომელიც აღიარებს, რომ არასოდეს ყოფილა შეყვარებული. ამ დროს, ძალიან ადვილია, ის შენი „სასიყვარულო პროექტი“ გახდეს, რადგან ფიქრობ, რომ ის უბრალოდ ჯერ არ შეხვედრია სწორ ქალს (ანუ, შენ).
ეს დამოკიდებულება უბრალოდ სისულელეა. თუ ის არ ყოფილა შეყვარებული, მაშინ მას არ სურს ვინმეს შეყვარება. ნუ ჩაიძირები ასეთ პროექტში - უბრალოდ, გაეცალე!
4. ის გწერს, მაგრამ შენს სანახავად დრო არ აქვს
ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც მოგწერს „დილა მშვიდობისა, ლამაზო“, მაგრამ არ აქვს დრო, რომ გნახოს, სავარაუდოდ, იმავე შეტყობინებას რამდენიმე სხვა ქალს უგზავნის.
ნუ დაკარგავ დროს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საყვარელია - თუ ის სერიოზულადაა განწყობილი, მაშინ შენს სანახავადაც მოიცლის.
5. ის ახლახანს განქორწინდა, არ არის მზად რაიმე სერიოზულისთვის, მაგრამ სურს შენთან ურთიერთობა
ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა, რადგან დაუყოვნებლივ გეუბნება, რომ არ სურს რაიმე სერიოზული. შენ გჯერა, რომ შეიძლება ყველაფერი კარგად წარიმართოს, ამიტომ, ამ ურთიერთობას თანხმდები...
დიდი შეცდომა! როცა მამაკაცი გეუბნება, რომ არ უნდა სერიოზული ურთიერთობა, ის ამას გულისხმობს. ჭიქა ღვინო ბოლომდე დალიე და გაეცალე!
6. ერთად დიდ დროს ატარებთ, თუმცა გარეთ არასოდეს გადიხართ
თქვენი პაემანი მოიცავს ფილმის ყურებას მასთან ან შენთან; სახლში მომზადებულ ვახშამს და დივანზე ნებივრობას... მყუდროდ ჟღერს, არა?
მაგრამ, ეს მამაკაცი არასოდეს წაგიყვანს სათანადო პაემანზე. რატომ? დიდი შანსია, რომ ის ვერ გარისკავს საზოგადოებაში სხვა ქალთან ერთად გამოჩენას, რადგან უკვე ურთიერთობაშია ან უარესი - დაქორწინებულია.
მოერიდე სახლში პაემნებს, სანამ საჯაროდ რამდენიმე პაემანზე არ დაგპატიჟებს. მხოლოდ ასე დარწმუნდები, რომ ის სერიოზულადაა დაინტერესებული. სხვა შემთხვევაში, გაეცალე!
7. ყოველთვის შენ ხარ შეხვედრის ინიციატორი
როდესაც ურეკავ და საღამოს გასვლას სთავაზობ, თანახმაა, მაგრამ ის არასდროსაა ინიციატორი.
ზარმაცია? შეიძლება, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ის უბრალოდ დროს ატარებს თქვენთან ერთად. ის მშვენივრად ერთობა, თანაც თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ამ ურთიერთობაზე, ამიტომ, რატომ არ უნდა გაატაროს დრო შენთან, სანამ არ შეხვდება ქალს, რომელიც უფრო მეტად მოსწონს?
ნუ იქნები ქალი, რომელიც იდეალურად ავსებს სიცარიელეს! თუ ნახვას არ გთხოვს, განურჩევლად მიზეზისა, სასწრაფოდ გაეცალე!
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები