LIFE

17 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უნდა გადაუხადოთ - თანაც, წლის ბოლომდე!

17 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უნდა გადაუხადოთ - თანაც, წლის ბოლომდე!

1. მადლობა, რომ თქვი „არა“ მაშინ, როდესაც მთელი გულით გინდოდა გეთქვა „დიახ“ და არ დაბრუნდი იმ ბიჭთან, რომელიც ცუდად გექცეოდა...

2. მადლობა, რომ ცდილობ მიაღწიო დასახულ მიზნებს. მაშინაც კი, თუ ჯერ არ მიგიღწევია. პროგრესი არის ის, რისთვისაც შექებას, აუცილებლად, იმსახურებ!

3. მადლობა, რომ ხელფასის მომატება მოითხოვე. წელს ნამდვილად ბევრი იმუშავე და მეტი შემოსავალი დაიმსახურე!

4. მადლობა, რომ საკუთარი თავი სწორად შეაფასე. შესაძლოა, ცუდი არჩევანი გააკეთე, შესაძლოა, კარგი, მაგრამ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე.

5. მადლობა, რომ არ მოგერიდა და დახმარება ითხოვე. პირველად წახვედი თერაპიაზე, ან უბრალოდ აღიარე, რომ ამ პროექტს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებოდი...

6. მადლობა, რომ ახალი კერძები დააგემოვნე და სრულიად ახალი სამყარო აღმოაჩინე.

7. მადლობა, რომ ტაქსის ნაცვლად, ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდი.

8. მადლობა, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გამოასწორე. შენი ოჯახი ხედავს და აფასებს ამ ძალისხმევას!

9. მადლობა, რომ საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალი აღმოაჩინე!

10. მადლობა, რომ ცხოვრებაში ახალი და კარგი ადამიანები შემოუშვი.

11. მადლობა, რომ საკუთარი თავი მიიღე ისეთი, როგორიც ხარ.

12. მადლობა გადაუხადე შენს ბებიას და ბაბუას. თუ არ დაგირეკავთ, წელი ჯერ არ დასრულებულა.

13. მადლობა, რომ იყიდე ის კომფორტული სამოსი, რომელიც დაიმსახურე. სპორტული შარვალი - არა სექსუალური, სპორტული ფეხსაცმელი - მოსახერხებელი. მადლობა, რომ არ გრცხვენია აღიარო, შენთვის კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია!

14. მადლობა, რომ არ უპასუხე ყველა შეტყობინებას!

15. მადლობა, რომ გადაწყვიტე დაგეწყო რამე ისეთი, რაც სხვის ცხოვრებას გააუმჯობესებდა. მადლობა, რომ სხვები გაახარე!

16. მადლობა, რომ ეს დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე გააკეთე! მადლობა, რომ ამ გამოწვევის არ შეგეშინდა!

17. მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს იმ წვრილმანებისთვის, რომლებიც ამ სიაში არ მოხვდა. ის, რაც მხოლოდ შენ იცი და ვერავინ შეამჩნია. არ დაელოდო, რომ ვინმე მადლობას გადაგიხდის იმისთვის, რომ ეს წელი წარმატებულად დაასრულე. არა, ეს მხოლოდ შენ უნდა გააკეთო!