“მზე არ ანათებს რამდენიმე ხესა თუ ყვავილს. ის მთელს მსოფლიოს სამყაროს ჰფენს სიხარულს“.
ბუნება ისეთი კეთილი და უანგაროა. სანაცვლოდ კი, არაფერს ელის. ეს არის სიყვარულის ყველაზე სუფთა ფორმა, რისი ნახვაც შესაძლებელია. არასოდეს დაილევა სიტყვები მისი სილამაზის აღსაწერად. მაგრამ გარდა სილამაზისა, არსებობს მრავალი ფასეულობა, რომელიც მისგან უნდა ვისწავლოთ!
1. თანასწორობა
მას შემდეგ, რაც ადამიანი გონებრივად და ფიზიკურად განვითარდა, სამყაროში უთანასწორობა შემოიტანა. იქნება ეს სოციალურად, ფინანსურად, ძალაუფლების ან თუნდაც სქესის თვალსაზრისით.
21-ე საუკუნეშიც კი, შეგვიძლია დავინახოთ დისკრიმინაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ თანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი თვისებაა, რომელსაც ბუნება გვასწავლის.
დაიმახსოვრეთ, მზე ყველას ანათებს; ის არჩევანს არ აკეთებს!
2. უანგარობა
ბუნება თავდაუზოგავი სამსახურის საუკეთესო მაგალითია. ის გვაძლევს ჰაერს სუნთქვისთვის, წყალს დასალევად და მიწას, რათა საკვები გავზარდოთ. სანაცვლოდ კი არაფერს მოითხოვს. ანალოგიურად, ჩვენ უნდა ვიყოთ უანგარო ადამიანები. ხშირად, უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ მოლოდინია. მოლოდინი ცხოვრებისგან, ადამიანებისგან, მეგობრებისა და ოჯახისგან...
„მიეცით სხვებს საუკეთესო რამ, რაც გაგაჩნიათ და სანაცვლოდ, საუკეთესო დაგიბრუნდებათ“.
3. მოთმინება
ბუნებამ ყველაფერს განსაზღვრული დრო დაუწესა და ისინი, სწორედ ამ ტემპით მოძრაობენ - ბუნებაში არაფერია ნაჩქარევი.
მაგრამ თუ ჩვენს ირგვლივ მიმოვიხედებით, მაშინ სავსებით აშკარაა, რომ ჩვენ ყველანი მუდმივად ვჩქარობთ. გვსურს ყველაფერი ადრე გავაკეთოთ და ხშირად, მოთმინებას ვკარგავთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ გავიგოთ, რომ ბევრი შეცდომის თავიდან აცილება მხოლოდ მოთმინებითაა შესაძლებელი...
„ბუნება არ ჩქარობს, მაგრამ მაინც ყველაფერს აღწევს“.
4. მიღება
ცვლილებები ბუნების ნაწილია - აქ არაფერია მუდმივი და ესაა მთავარი წესი.
ფოთლები იზრდება და ბოლოს, ფერმკრთალი ფოთლებივით ცვივა... ნაყოფი იზრდება როგორც ყვავილი, იკვებება ტოტზე და ბოლოს მიწაზე ვარდება... ყველა ცოცხალი არსება იბადება, იზრდება და კვდება...
ერთადერთი მუდმივობა, სწორედ ცვლილებაა, ამიტომ მადლიერებით უნდა მივიღოთ ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებები. იქნება ეს სოციალური, სამსახურებრივი ფინანსური თუ თუნდაც მენტალური.
ყველაფერი დროებითია და ერთ დღესაც, ყველაფერი გაქრება. ამიტომ, უნდა გვიყვარდეს ის, რაც ახლა გვაქვს; გამოვხატოთ მადლიერება და ყოველი დღე სიხარულის დღესასწაულად გადავაქციოთ!
თემები: ფსიქოლოგია, მოტივაცია, სტრესი, ბუნება
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია