სილამაზე

6 რჩევა დერმატოლოგისგან: როგორ ავირიდოთ ზამთრის გამომშრალი და დამსკდარი ტუჩები

6 რჩევა დერმატოლოგისგან: როგორ ავირიდოთ ზამთრის გამომშრალი და დამსკდარი ტუჩები

როდესაც საქმე ტუჩებს ეხება, ცივი სეზონი შეიძლება საკმაოდ შეუბრალებელი იყოს. მართალია სეზონის მიხედვით ვცვლით სახის მოვლის რუტინას, თუმცა ტუჩებზე ფოკუსირება ხშირად გვავიწყდება. Instagram-ის საყვარელი დერმატოლოგი 6 მარტივ რეკომენდაციას გვთავაზობს. მისი თქმით, თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, სამუდამოდ დავივიწყებთ ზამთრის გამომშრალ და დამსკდარ ტუჩებს...

1. უპირველეს ყოვლისა, არ გაილოკოთ ტუჩები!

ეს უნებლიე ჩვევა ცივ ამინდში განსაკუთრებით ხშირდება, რადგან ერთი შეხედვით, ნერწყვი ტუჩების მყისიერი დატენიანების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა დაიმახსოვრეთ - ეს ჩვევა ყველაზე მეტ ზიანს აყენებს თქვენს ნაზ კანს.

2. ყოველთვის თან იქონიეთ ტუჩის ბალზამი.

„დამსკდარი კანის ასაცილებლად და აღსადგენად, გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი ან ვაზელინის ბაზაზე დამზადებული მალამო. ეს საშუალება ხელს უწყობის კანქვეშ ტენიანობის შენარჩუნებასა და დამცავი ბარიერის გაძლიერებას“.

3. გამოიყენეთ ნუშის ზეთი: ის არის სუპერ დამატენიანებელი ვარიანტი, გამდიდრებულია A და E ვიტამინებით.

„ძილის წინ, გადაისვით ნუშის ზეთის 1-2 წვეთი ტუჩის ზედაპირზე და გამოიყენეთ როგორც ძლიერი მკვებავი საშუალება“.

4. შინაგანი დატენიანება მნიშვნელოვანია!

საიდუმლო არ არის, რომ ზამთარში ნაკლებ წყალს ვსვამთ. ეს არის ჩვენი კანისა და ტუჩების სიმშრალის ერთ-ერთი მიზეზი. დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად 7-8 ჭიქა წყალს მიირთმევთ.

5. აქერცვლა გლუვი ტუჩების საიდუმლოა.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისთვის ეს არ არის ტუჩის მოვლის რუტინის მთავარი ნაწილი. მაგრამ, აქერცვლა ნამდვილად აუმჯობესებს ტუჩების ვიზუალს. მოამზადეთ ნაღების და შაქრის რბილი პასტა, მიღებული მასა გადაისვით ტუჩებზე და რბილი, წრიული მოძრაობებით დაიმუშავეთ ტუჩები. პროცედურის შემდეგ, წაისვით დამატენიანებელი საშუალება: კრემი, ბალზამი ან ზეთი. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ, უმჯობესია ძილის წინ.

6. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საშუალება.

„თუ გარეთ აპირებთ ყოფნას, აუცილებლად აირჩიეთ ტუჩის ბალზამი SPF-ის შემცველობით“.