LIFE

26 მიზეზი იმისთვის, რომ საკუთარი თავით იამაყო

26 მიზეზი იმისთვის, რომ საკუთარი თავით იამაყო

ჩვენთვის, სხვა ადამიანების დადებითი თვისებებისა თუ მიღწევების ამოცნობა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი ძლიერი მხარეების. ასევე, როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანების წარმატებას ვუყურებთ, სიამაყით ვივსებით.

მაგალითად, როდესაც ჩვენს მეუღლეს სამსახურში აწინაურებენ, ან როდესაც ჩვენი შვილი პირველ სპექტაკლში იღებს მონაწილეობას, ან თუნდაც, როდესაც ჩვენი მეგობრის პირველი წიგნი იბეჭდება.

დიახ, ზოგჯერ ჩვენ ვუყურებთ ჩვენი საყვარელი ადამიანების წარმატებას და იმდენად ვამაყობთ, რომ ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს სამყარო ჩვენს გარშემო ბრუნავს.

მიუხედავად ამისა, ძალიან გვეუხერხულება ვიამაყოთ საკუთარი მიღწევებით. არ ვაღიარებთ არც ერთ წარმატებას და ვამბობთ, რომ „ისეთი არაფერი, ამას ყველა შეძლებდა“. თუმცა, შენ სრული უფლება გაქვს იამაყო შენი მიღწევებით, შენი წარმატებებით თუ წინგადადგმული ნაბიჯებითა. უფრო მეტიც, აუცილებელიც კია, რომ თქვა „დიახ, ეს მნიშვნელოვანია. მე ეს შევძელი და მე ვამაყობ საკუთარი თავით“!

საქმე იმაშია, რომ შენზეა დამოკიდებული, რითი ამაყობ. არ არსებობს განმარტება, თუ რა არის „წარმატება“ ან „მიღწევა“. ხანდახან, განსაკუთრებით, თუ მოწყენილობას გრძნობ, რითაც უნდა იამაყო, ისაა, რომ საწოლიდან წამოდექი და ცხოვრება გააგრძელე. ზოგჯერ, სიამაყის მიზეზი სამყაროში ყველაზე პატარა რამ შეიძლება გახდეს...

გადახედე ჩვენს შემოთავაზებულ ჩამონათვალს და დაფიქრდი, რა არის ისეთი, რითიც ნამდვილად უნდა იამაყო?

1. ის, ვინც ხარ

2. შენი საუკეთესო თვისებები

3. შენი ღიმილი და ის, თუ როგორ ანათებ სამყაროს

4. ის, თუ როგორი თავდაჯერებული ხარ

5. ის, თუ რამდენად ზრუნავ საყვარელ ადამიანებზე

6. ის გამოწვევები, რომლებიც თქვენ გადალახე

7. ის გაკვეთილები, რომლებიც ისწავლე

8. საკუთარი თავის პატიების უნარი

9. სხვების პატიების უნარი

10. ის, რომ შეგიძლია გააკეთო რაღაც, როცა ნერვიულობ

11. თითოეული ნაბიჯი, რომელიც მაშინ გადადგი, როცა გეშინოდა

12. ის, რომ გამუდმებით ცდი რაღაც ახალს

13. ის, რომ იმ სამსახურიდან წამოხვედი, რომელიც გძულდა

14. ის, რომ მოთმინებით დგახარ და ელოდები შენს რიგს

15. ის, რომ შენს ოცნებებს არ ივიწყებ

16. ის, რომ გაბედე და პაემანზე წახვედი

17. ის, რომ მოგზაურობ - შენს ქვეყანაში ან მის მიღმა

18. ის, რომ უცხო ენა ისწავლე

19. ის, რომ ახალი უნარები განავითარე

20. ის, რომ აღიარებ, როცა ცდები

21. ის, რომ არ დაიკვეხნი, როცა მართალი ხარ

22. ის, რომ გაბედე და თქვი „არა“ და სხვის ოცნებებს არ მიჰყევი

23. ის, რომ საკუთარ სურვილებს უსმენ

24. ის, რომ ამ გვერდს კითხულობ

25. ის, რომ საკუთარი თავის სიყვარული შენი მოგზაურობის ყოველდღიური ნაწილი გახადე

26. ყველაფერი საკუთარი თავის შესახებ

თუ ამ ჩამონათვალში არ არის შენი სიამაყის მიზეზი, იფიქრე თუ რატომ გაქებენ ადამიანები: რას აფასებენ შენში შენი საუკეთესო მეგობრები, მშობლები, და-ძმები, პროფესორები, მენეჯერები თუ თანამშრომლები? რა ტენდენციები ან განმეორებითი თვისებები ან ქცევები ჩნდება არაერთხელ?

და ბოლოს, ჰკითხე შენს ყველაზე სანდო გულშემატკივრებს ამის შესახებ. მათ აუცილებლად უნდა დაუჯერო, რადგან ისინი გეტყვიან იმ თვისებებს, რასაც ისინი ხედავენ და რის გამოც მათ უყვარხარ!

ამის შემდეგ, აუცილებლად გამოჩნდება მინიმუმ ერთი თვისება ან მიღწევა, რითიც უნდა იამაყო, რასაც უნდა გაუფრთხილდე, რის გამოც უნდა დააფასო საკუთარი თავი!