LIFE

რა არის სიყვარულის მანიფესტაცია? როგორ მოვიზიდო სიყვარული? - 5 მარტივი ნაბიჯი

რა არის სიყვარულის მანიფესტაცია? როგორ მოვიზიდო სიყვარული? - 5 მარტივი ნაბიჯი

შეიძლება თუ არა, რომ ფიქრი რეალობად იქცეს? მანიფესტაციის ირგვლივ უკვე მრავალი წელია არსებობს აჟიოტაჟი. ზოგი ამბობს, რომ ის ნამდვილად მუშაობს, ზოგს კი ამ იდეის არ სჯერა. თუმცა როდესაც სამყარო კარებს კეტავს და ფიქრისა თუ ოცნების იმედად ხარ დარჩენილი, შესაძლოა ეს კარგი არჩევანი იყოს.

რა თქმა უნდა, იდეალური ცხოვრების ვიზუალიზაცია და მისი რეალობად გადაქცევა ძალიან კარგად ჟღერს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს...

თუ გაინტერესებთ როგორ მოიზიდოთ სიყვარული, მაშინ დროა ამ პრაქტიკას გაეცნოთ.

ნაბიჯი 1: გადაწყვიტეთ რა გსურთ

უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, როგორ გამოიყურება თქვენი იდეალური ურთიერთობა. კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ ის, რასაც პარტნიორში ეძებთ. დასახეთ ურთიერთობა, რომელშიც გსურთ, რომ იყოთ - ეს არის მანიფესტაციის პირველი წესი, მომავალი ნაყოფის თესლი.

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ამოცანაა გადაწყვიტოთ რისი ნახვაც გსურთ, და არა იმის გარკვევა, თუ როგორ დაიწყება ეს ურთიერთობა - დაუტოვეთ ეს ნაწილი სამყაროს.

ნაბიჯი 2: ვიზუალიზაცია

იოცნებეთ და მიეცი საკუთარ თავს საშუალება აღფრთოვანდეთ! ეს შეგრძნება ემთხვევა იმ ვიბრაციას, რისი მოზიდვაც გსურთ.

შესაძლოა უკვე საათობით ფიქრობთ თქვენს საოცნებო პარტნიორზე, მაგრამ დროა საქმეს სერიოზულად მოეკიდოთ. როგორ გამოიყურება ის? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ურთიერთობა? რა თვისებები აქვს თქვენს საოცნებო პარტნიორს?...

ნაბიჯი 3: განასახიერეთ

განასახიერე ის ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ეს სიყვარული. ისე იმოქმედეთ, თითქოს უკვე თქვენს გვერდითაა ეს ადამიანი. გახდით ის ადამიანი, ვინც უკვე შეყვარებულია. ნეგატიური ფიქრისა და დარდის ნაცვლად, აივსეთ სიყვარულითა და ბედნიერებით.

ნაბიჯი 4: შეცვალეთ თქვენი მოქმედებები

როდესაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს გააკეთებთ, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენი იდეალური ადამიანი საკუთარ თავს „წარმოადგენს“. ნუ უგულებელყოფთ ამ ნიშანს.

თანმიმდევრული ქმედებები გულისხმობს იმ პოტენციური პარტნიორების გაცნობას, რომლებსაც აქვთ ის თვისებები, რაც თქვენს გსურთ. აუცილებელია უარი თქვათ ყველა სხვა შესაძლო ვარიანტზე. ამით თქვენ ეუბნებით სამყაროს, რომ ეს არის ისეთი ადამიანი, როგორიც გინდათ და ასე გააგრძელებთ ამ ტიპის ადამიანების მოზიდვას.

ნაბიჯი 5: დანებება

ბოლო ნაბიჯი ალბათ ყველაზე რთულია. სიყვარული, რომელსაც იზიდავთ, შესაძლოა ისე არ გამოიყურებოდეს, როგორც წარმოგიდგენიათ, ამიტომ მოემზადეთ სიურპრიზებისთვის. დანებება არის უბრალოდ სიყვარულის შეშვება თქვენს ცხოვრებაში ერთ კონკრეტულ შედეგზე ან პიროვნებაზე მიბმულობის გარეშე.

სინამდვილეში, როცა ღია ხართ სიყვარულისთვის სამყარომ შეიძლება გაგაკვირვოთ და სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ თქვენს ადამიანს. ადამიანს, რომელიც შესაძლოა არ არის ზუსტად ისეთი, როგორიც თქვენ წარმოგედგინათ, მაგრამ ნამდვილად გაძლევთ იმ ენერგიას, რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდით. სწორედ აქ მიხვდებით, თუ რატომ არ გამოვიდა არც ერთი ძველი ურთიერთობა...