
სოციალური ნორმები არის წესები, რომელთა მიხედვითაც ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს. ეს წესები მერყეობს ყველგან - დაწყებული როგორ ესალმებით უცნობს პირველად, დამთავრებული იმით, თუ როგორ ზრდით შვილებს.
მაგრამ ხშირად სოციალური ნორმები ხელს გვიშლის ვიყოთ ნამდვილები და გამოვხატოთ საკუთარი თავი.
1. მიჰყევი ბრბოს
ხშირად შეიძლება უფრო ადვილი იყოს ხალხის აყოლა, ვიდრე საკუთარი გზის პოვნა, თუმცა ამ პროცესში შეიძლება დაკარგოთ საკუთარი თავი, რადგან ის, რასაც ბრბო აკეთებს ყოველთვის არ არის კარგი, ეს შეიძლება საზიანო იყოს თქვენთვის, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად.
2. დაიცავი ტრადიციები
ბევრ კულტურაში ტრადიციების დაცვა სავალდებულოა, მაგრამ თუ ზოგი ტრადიცია არ გხიბლავთ, დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები: სიამოვნებას განიჭებთ მისი დაცვა, თუ ამას სხვებისთვის აკეთებთ?
3. ნუ იცხოვრებ მშობლებისთვის
რაც არ უნდა რთული იყოს მშობლების მოლოდინებისგან თავის დაღწევა, შენი ცხოვრება შენია და მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა იცხოვრო და არა მათთვის!
თუ მშობლები გეტყვიან: „ჩვენ ყველაფერი გავწირეთ თქვენთვის“ - თავაზიანად გადაუხადეთ მადლობა, მაგრამ მაინც არ გადაუხვიოთ თქვენს პოზიციას; დაეხმარეთ მათ ამის გაგებაში და თქვენთვის უფრო ადვილი იქნება საკუთარი გზის გაკვალვა.
4. იყავი განსხვავებული
თუ გაბედავთ და განსხვავებულად ჩაიცვამთ, განსხვავებულ ვარცხნილობას აირჩევთ, ან განსხვავებულ აზრს დააფიქსირებთ, თქვენ გამორჩეული იქნებით, თუ გსურთ დარჩეთ საკუთარი თავის ერთგული, ნუ ინაღვლებთ, რას იფიქრებენ სხვები თქვენზე. სწორი ადამიანები ბუნებრივად მიიზიდავენ თქვენკენ!
5. ნუ მოუსმენ ახლობლებს
ახლობლებს და მეგობრებს შესაძლოა ჩვენთვის საუკეთესო სურდეთ, მაგრამ ხშირად ისინი მიკერძოებულები არიან! ამიტომაც მათ შეიძლება დაგიშალონ მარტო მოგზაურობა, რისკიანი გადაწყვეტილების მიღება და სხვ., სანამ მათ დაუჯერებთ, დაფიქრდით, სწორედ ასეთი გამოწვევები გხდით უფრო ძლიერს და წარმატებულს.
6. იოცნებე
არასოდეს დაუგდოთ ყური იმას, ვინც გეუბნებათ: „იყავი რეალისტი“ - თუ არსებობს მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ, ნუ იფიქრებთ სხვებზე, აისრულეთ ოცნებები, მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა ხალხს თქვენი.
7. ისაუბრე ტაბუდადებულ თემებზე
ტაბუირებულ თემებზე საუბრისას ადამიანები ერთმანეთის გულის კარს ხსნიან, მაგრამ, თუ ზოგიერთი თქვენი ახლობელი ამ თემებს ისევ გაურბის, ეცადეთ ნელ-ნელა და არაკონფრონტაციული გზით მოიწვიოთ სასაუბროდ, მაგრამ თუ ის მტკიცე უარზეა, ნუ აიძულებთ.
იპოვეთ მსგავსი აზროვნების ადამიანები, განსაკუთრებით თუ ეს თემები პირდაპირ კავშირშია თქვენს ცხოვრებასთან - მნიშვნელოვანია, გყავდეთ ადამიანები, ვისთანაც შეგიძლიათ გულწრფელი საუბარი.
8. ოჯახი და კარიერა
„ის პირველი მოდის და უკანასკნელი გადის ოფისიდან. ის ჩვენი საუკეთესო თანამშრომელია!“ - მსგავსი ფრაზა ხშირად უზარმაზარ მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომ სანამ ამ ნაბიჯზე წახვალთ, დაფიქრდით, რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - ოჯახური გარემო თუ სამსახური?
9. ნუ ეცდები მოეწონო ყველას
ყველას ვერ მოეწონები! ასე რომ, რატომ უნდა თქვა უარი იმაზე, რაც გსურს, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს ასიამოვნო?
სხვების აზრის მიღება არ ნიშნავს, მათი პირობებით ცხოვრებას. შეგიძლიათ იპოვოთ ჯანსაღი ბალანსი იმას შორის, რაც გსურთ ცხოვრებაში გააკეთოთ და ამავდროულად, სხვა ადამიანებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
და თუ ისეთს არ მიგიღებენ, როგორიც ხარ? - მათ გარეშე უკეთესად იქნები! ბევრი ადამიანია, ვინც შეგიყვარებს იმის მიუხედავად, ეთანხმება თუ არა თქვენს წესებს.
10. ნუ იცხოვრებ სხვებისთვის
აი, რა ხდება, როცა სხვების სიამოვნებისთვის ცხოვრობ: შენ წყვეტ საკუთარი თავისთვის ცხოვრებას!
თუ ამას ჩვევად აქცევ, სწრაფად დაკარგავ „მე“-ს და იმას, რაც გაბედნიერებს.
იცხოვრე ისე, როგორც გინდა, მიუხედავად იმისა, კმაყოფილები არიან თუ არა სხვები. დაარღვიე საზოგადოებრივი ნორმები და იყავი საკუთარი თავი, გააკეთე ეს საკუთარი თავისთვის!
თემები: ურთიერთობა, ქალები