LIFE

იცი, რეალურად რისი მიღწევა გსურს ცხოვრებაში?

იცი, რეალურად რისი მიღწევა გსურს ცხოვრებაში?

ოცნებები ხდება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია საკმარისად ისურვო. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება გქონდეს, თუ ამისთვის მზად ხარ დათმო...

 ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მიზნები. მაგრამ ეს მიზნები ნამდვილად ჩვენია? ისინი ნამდვილად ღირებულია? მზად ვართ მთელი ძალით გავეშუროთ იმისკენ, რისი მიღწევაც გვინდა? 

ხშირად, ჩვენ ვიწყებთ მიზნისკენ სვლას, მაგრამ პირველივე სირთულის წინაშე ვნებდებით. ხშირად, ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა უკეთესი ჯანმრთელობა ან ბედნიერება ან სხვა ბუნდოვანი იდეა, მაგრამ პრაქტიკაში არ ვართ მზად ბოლომდე მივყვეთ მას. ჩვენ არ ვართ მზად მსხვერპლშეწირვისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩვენი მიზანი ბოლომდე არ არის განსაზღვრული ან სულაც, ეს ჩვენი მიზანი არ არის.

დაფიქრდით, რა არის ის, რაზეც ფიქრობთ, რომ გინდათ? ახლა კი გაანალიზეთ, რა გააკეთეთ მათ მისაღწევად? მზად ხართ გადააბათ დღეები და ღამეები, ივარჯიშოთ მანამ, სანამ არ გამოგივათ? მზად ხართ დაუპირისპირდეთ საზოგადოებას ან თქვენს მშობლებს ან პარტნიორს და დაარწმუნოთ ისინი საკუთარი მიზნის ერთგულებაში?

თუ აღმოაჩენთ, რომ ნამდვილად არ ხართ მზად, ამ მიზნის მისაღწევად არსებული დაბრკოლებების გადასალახად, შესაძლოა ეს მიზანი თქვენი სულაც არ არის - ეს არ არის ის, რაც ნამდვილად გსურთ. ნუ შეგეშინდებათ, ხშირად, ჩვენ ვისახავთ მიზნებს, რომლებიც მოდის საზოგადოების ან ჩვენი მშობლებისგან, მაგრამ არ არის ავთენტურად ჩვენი.

ჩვენ ადვილად ვამბობთ უარს, როდესაც რაღაც, ჩვენთვის არ არის განკუთვნილი. არადა კარგად ვიცით, რომ შრომისა და თავდადების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმეს მივაღწიოთ.

მიზანი მსხვერპლს მოითხოვს. სამსახურში წარმატება ნიშნავს სხვა აქტივობებზე უარის თქმას. მაგალითად, ძალიან ხშირად, დრო უნდა დააკლოთ ჰობის, მეგობრებსა თუ შეყვარებულს. იმის გაგება, თუ რის დასათმობად ვართ მზად და რას აღვიქვამთ ამ მსხვერპლის ღირსად, დაგვეხმარება გავიგოთ ჩვენი პრიორიტეტები ცხოვრებაში და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია და რაც ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს.

ყოველთვის არ არის ნათელი, რა გვინდა სინამდვილეში. შეიძლება დაგვჭირდეს ჩავუღრმავდეთ იმ იდეებს, რომლებიც მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი ოჯახიდან ან კულტურიდან.

მიეცით საკუთარ თავს გარკვეული დრო, რომ იფიქროთ იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ. რა არის ის, რასაც ისევ და ისევ უბრუნდები? რა რჩება აქტუალური, ყურადღების გადატანის მრავალი მცდელობის მიუხედავად?

გაარკვიეთ, თუ რისი კეთება, რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში. ნუ შეგეშინდებათ, რომ ფიქრით დროს დაკარგავთ, რადგან ეს დროის უკეთ გამოყენებაა, ვიდრე იმის კეთება, რაც არ გსურთ ან არ გჭირდებათ...

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ოცნებებისკენ მიმავალი გზა გაუთავებელი შრომა და ტანჯვაა. მაგრამ არის ეს ელემენტებიც. ჩვენ უნდა მივცეთ საკუთარ თავს უფლება დავადგინოთ პრიორიტეტები და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რაც ნამდვილად გვინდა.

ეს კი, არის ის, რისთვისაც მზად ვართ მსხვერპლი გავიღოთ...