ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარულის გამო ყველაფერი გაიღონ

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარულის გამო ყველაფერი გაიღონ

ვერძი

კარიერისტი ვერძი სიყვარულში ყოველთვის ზომიერებას ამჟღავნებს. თუ პარტნიორი ჩვეულებრივი მოძალადეა მაშინ ვერძი ანგელოზად გადაიქცევა და ყველაფერს შეუსრულებს, ოღონდ იქამდე სანამ დამოუკიდებლობას არ მოიპოვებს და სასწრაფოდ არ მიატოვებს.

კურო

შეყვარებული კურო რომანტიკული, ცდილობს საყვარელი ადამიანის წინაშე თავი გამოიჩინოს. ხანდახან ეს სისულელეების კეთებაშიც გამოიხატება, განსაკუთრებულად სუფრასთან, მაგრამ ნაკლებად ელოდეთ მისგან თავგანწირვას.

ტყუპი

ოღონდ არავინ თქვას რომ ტყუპები მარტოა, ნებისმიერ სისულელესა და სიგიჟეს ჩაიდენს. იმდენად ეშინია არ მიატოვონ, რომ საყვარელ ადამიანს ძვირადღირებულ საჩუქრებს არ მოაკლებს.

კირჩხიბი 

არ იცის ზომიერება სიყვარულში. თავისუფლად შეუძლია თვეების მანძილზე ლოგინში მიართვას საყვარელ ადამიანს საჭმელი და კოვზით თავად გამოკვებოს. მას არასოდეს ბეზრდება მშობლის ამპლუაში ყოფნა და ხანდახან მეორე ნახევარი გათამამებული შვილი ჰგონიათ.

ლომი

ის არასოდეს გადადგამს სიყვარულის გამო ღირსების შემლახავ ნაბიჯს. დაიტანჯება და შეცდომას არ აღიარებს. არც ბოდიშს მოიხდის. ტახტრევანიდან ჩამოსვლა ლომს ძალიან უჭირს. მაქსიმუმ მაშინ დახაროს თავი თუ ხელზე ეამბორებიან.

ქალწული

ყველაზე უბრალო მიზეზის გამოც კი შეუძლია ქალწულს საყვარელი ადამიანის მიტოვება. სიბრალულის გამო შეიძლება მასზე ზრუნვა გააგრძელოს ეკონომიურადაც დაეხმაროს, მაგრამ სარეცელს აღარ გაუყოფს.

სასწორი

თავს მოგაჩვენებთ რომ ძალიან შეყვარებულია, აღტაცებულია, მაგრამ როგორც კი იგრძნობს რომ მის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება ან სიყვარულის გამო მსხვერპლის გაღება უწევს, უკან დაიხევს და ტელეფონის ნომერსაც შეცვლის.

მორიელი

მის გამო აქეთ თუ გაიღებენ მსხვერპლს, რადგან იმდენად სექსუალური და ვნებიანია რთულია მორიელი დააჩოქო და რამეზე ბოდიში მოახდევინო ან შენს გამო მსხვერპლი გაიღოს.

მშვილდოსანი

მას შეუძლია ერთდროულად ორი ან სამი უყვარდეს და ყველას უმტკიცებდეს რომ ის მისთვის ერთადერთი და განუმეორებელია. უდიდესი სიგიჟის ჩადენაც შეგიძლიათ სიყვარულის გამო, მაგრამ გონზე მოსული დაუყოვნებლივ მიატოვებს მეორე ნახევარს.

თხის რქა

არასოდეს გაწირავს თავს საყვარელი ადამიანის გამო, რადგან ეს სისულელე წინა საუკუნეების გადმონაშთად მიაჩნია. რაციონალური თხის რქა ფიქრობს რომ სიყვარულს თავგანწირვა არ სჭირდება.

მერწყული

ოცნების კოშკებს აგიგებთ, სასწაულს დაგპირდებათ, მაგრამ როდესაც გასაღებს მოიკითხავთ ის თქვენგან შორს იქნება. უბრალოდ ძალიან დაეზარება სხვის გამო თავისუფლების შეზღუდვა.

თევზები

ის ყოველთვის დაგარწმუნებთ, რომ თქვენთვის მთებს გადადგამს და შეიძლება ასეც მოიქცეს თუ ეს მისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ როგორც კი მიხვდება, რომ მის დეპრესიას საფრთხე ემუქრება და ყველაფერი კარგადაა, ადგება და თავიდან დაანგრევს აშენებულ ურთიერთობას. რაღაცაზე ხომ უნდა ინერვიულოს.



<a href="http://www.cosmo.ru/">http://www.cosmo.ru/</a>