LIFE

ნელსონ მანდელას 5 ცხოვრებისეული გაკვეთილი

ნელსონ მანდელას 5 ცხოვრებისეული გაკვეთილი

1. არასოდეს დაკარგოთ იმედი

"ნუ შემაფასებ ჩემი მიღწეული წარმატებებით. შემაფასე იმით, თუ რამდენჯერ დავეცი და ისევ ავდექი."

პირველი გაკვეთილი არის ის, რომ არასოდეს არ უნდა დავკარგოთ იმედი. არის რაღაცეები, რაც მიუღწევლად გვეჩვენება, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ოცნებების, მისწრაფებებისა და მიზნებისკენ სვლა. თუ ჩვენ იმედს, რწმენას დავკარგავთ, თუ დავნებდებით, მაშინ ვერც ვერასოდეს მივაღწევთ ჩვენს მიზანს, რადგან მისკენ სვლას, უბრალოდ შევწყვეტთ...

დაიმახსოვრეთ, სანამ მოძრაობთ, სანამ გზას აგრძელებთ, ყოველთვის არის იმედი, მაშინაც კი, თუ ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი, ძალიან შორეულია.

2. გაუშვით წარსული

"შურისძიების სურვილი - ეს არის შხამი, რომელსაც თავად სვამთ და იმედოვნებთ, რომ ის თქვენს მტრებს მოკლავს."

მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ციხეში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ნელსონ მანდელამ შეძლო და შურისძიებაზე უარი თქვა. მან არჩია დაევიწყებინა წარსულის ტკივილი და იმედით დაენახა მომავალი, რომელიც ადამიანებს გააერთიანებდა. თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ.

ნება მიეცით საკუთარ თავს აპატიოთ და გათავისუფლდეთ წარსული წყენისგან. არა იმ ადამიანების გულისთვის, ვინც გატკინათ, არამედ საკუთარი თავისუფლებისა და გონების სიმშვიდისთვის.

3. დაელოდეთ და მიიღეთ ცვლილებები

”მე ვისწავლე, რომ გამბედაობა შიშის არარსებობა კი არ არის, არამედ მისი დამარცხებაა. მამაცი ის კი არ არის, ვინც შიშს არ გრძნობს, არამედ ის, ვინც ამ შიშს სძლევს."

ცვლილებები ხშირად საშიშია, მაგრამ ის გარდაუვალია. ყოველდღე იცვლება სამყარო და ყოველდღიურად ვიცვლებით ჩვენც. როდესაც ჩვენ ვისწავლით როგორ მივიღოთ ცვლილებები, ჩვენ გავიმარტივებთ ცხოვრებას და გავხდებით უფრო მოქნილები.

მიეცით საკუთარ თავს უფლება გაუშვათ ის, რაც ახლა გბოჭავთ და მზად იყავით სიახლეებისთვის - ახალი სიტუაციებისა და ახალი გამოცდილებისთვის!

4. ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი

"იყო თავისუფალი არ ნიშნავს ბორკილების გარეშე ცხოვრებას. იყო თავისუფალი, ეს ნიშნავს იცხოვრო ისე, რომ პატივი სცე სხვა ადამიანებსა და მათ თავისუფლებას“.

ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ, რაც მანდელამ გვასწავლა, ესაა სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან რთულ სიტუაციაში. ის არასოდეს პასუხობდა ძალადობით ძალადობას. მას სჯეროდა, რომ მშვიდობა იყო ერთადერთი სწორი პასუხი,

რადგან ძალადობა უფრო მეტი პრობლემას წარმოქმნის, ვიდრე აგვარებს.

ძალადობრივი გადაწყვეტილებები შეიძლება მუშაობს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ დიდ პერიოდში, ის აზიანებს ჩვენს ურთიერთობებსა და ჩვენს რეპუტაციას.

5. ისწავლეთ კარგისგან და ისწავლეთ ცუდისგან

”ეს ზრდის განუყოფელი ნაწილია - ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო გამოცდილებიდან.”

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოწვევა არის ვისწავლოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

ჩვენ უნდა მივიღოთ გაკვეთილი როგორც კარგი, ასევე ცუდი სიტუაციებიდან, გავხადოთ თითოეული გამოცდილება ღირებული და ვაქციოთ ის ჩვენი ზრდის წყაროდ. ეს დაგვეხმარება, რომ ყველაზე უარესი სიტუაციაც კი უფრო სასიამოვნო გავხადოთ, რადგან გვეცოდინება, რომ ეს გაკვეთილია, რომელიც ზრდასა და განვითარებაში დაგვეხმარება.