LIFE

5 საუკეთესო ცხოვრებისეული კანონი

5 საუკეთესო ცხოვრებისეული კანონი

ცხოვრება რთულია და ხშირად, ძალიან ძნელია სამყაროში ჩვენი ადგილის პოვნა, მით უმეტეს, სწორი არჩევანის გაკეთება ან რთულ სიტუაციებში, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება...

1. ვიბრაციის კანონი

ეს იგივეა რაც მიზიდულობის კანონი - იდეა, რომ აზროვნების ცვლილების გზით, ადამიანებს შეუძლიათ წარმოიდგინონ და მიიზიდონ ის, რაც სურთ. ამასთან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვიბრაციის კანონი ცხოვრების მთავარი სახელმძღვანელოა. იმისათვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ, პირველ რიგში, ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ვიბრაციას. ანუ, უნდა არსებობდეს ენერგიული კავშირი თქვენს აწმყოსა და თქვენს მიზნებს შორის.

მაგალითად, თუ გსურთ მეტი ფული, უნდა გქონდეთ შესაბამისი ფიქრები და განწყობა, იყოთ ღია შესაძლებლობებისთვის და გაუცნობიერებლად, ფინანსური წარმატების გზიდან არ გადაუხვიოთ.

დაიმახსოვრეთ, ამ კანონის მიხედვით, ის, თუ ვინ ხარ შენ და რა გინდა, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად, ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარება.

2. კარმის კანონი

კარმა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, სამყაროში არაფერი არ იკარგება. ყველა კარგ ქმედებასა და ყველა ცუდ ქმედებას, აქვს თავისი ეფექტი და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი, აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? თქვენ უნდა ეძიოთ სიკეთის ყველა შესაძლო გზა, მაშინაც კი, თუ რთულია ან არ არსებობს მყისიერი სარგებელი. ამა თუ იმ მომენტში, მომავალში, ყველაფერი უკანვე დაგიბრუნდებათ. თუ თქვენ ირჩევთ სიკეთესა და სიყვარულს, თქვენი მომავალიც ასეთივე იქნება, ხოლო თუ ბოროტ გზას ირჩევთ, მაშინ არც მომავალში შეიცვლება რეალობა.

3. მუდმივი მოძრაობის კანონი

ფიზიკის მიხედვით, ყველაფერი ყოველთვის იცვლება და მოძრაობს. მოვლენები უცვლელი არ რჩება და ჩვენ ვერ ვაჩერებთ დროს. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერი ყოველთვის იცვლება და შეეგუეთ, რომ ხშირად წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. თქვენ მაინც ვერ შეძლებთ ზოგიერთი მოვლენის შეჩერებას და ეს ძალიან კარგია.

4. ოქროს წესი

ოქროს წესი არის ერთ-ერთი საუკეთესო პრინციპი, რომელიც ურთიერთობებში გამოგადგებათ - მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ.

5. ინერციის კანონი

კიდევ ერთხელ, ფიზიკა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვასწავლის. ინერციის კანონი გვეუბნება, რომ გაჩერებულ ობიექტს, აქვს მიდრეკილება დარჩეს ამ მდგომარეობაში. გახსოვდეთ, რომ თუ გსურთ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს, უნდა დაიწყოთ მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ერთ ადგილზე დარჩებით, რადგან არავინ მოვა, რათა დაგეხმაროთ თქვენი გეგმების განხორციელებაში - ეს არის ის, რაც თქვენ თავად უნდა გააკეთოთ.

მეორეს მხრივ, ეს კანონი გვახსენებს, რომ როგორც კი მოძრაობას დავიწყებთ, უფრო ადვილია გაგრძელება, ვიდრე გაჩერება. ინერცია, პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე დაგეხმარებათ წინსვლასა და დაბრკოლებების გადალახვაში!