LIFE

როცა ყველაფერი რთულდება, უნდა დავნებდე თუ გზა გავაგრძელო?

როცა ყველაფერი რთულდება, უნდა დავნებდე თუ გზა გავაგრძელო?

ცხოვრებაში, ცოტა რამაა ადვილი - როგორც წესი, თითოეული ჩვენგანი, ხშირად ხვდება ისეთი სიტუაციის პირისპირ, რაც რთული, ან თითქმის შეუძლებელი ჩანს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციებს?

ჩვენი რჩევა ძალიან აშკარა, მაგრამ ასევე რთული შესასრულებელია - არ დანებდეთ, გზა განაგრძეთ!

დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ და რა არის თქვენი საბოლოო მიზანი. დაინახეთ, რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია და ისწავლეთ, როგორ დარჩეთ მიზანზე ორიენტირებული.

ალბათ, თქვენ დასაწყისშივე ვერ შენიშნეთ ეს პრობლემა. ახლა კი, შესაძლოა თავს დემოტივირებულად და იმედგაცრუებულად გრძნობთ. შესაძლოა, თქვენი მიზნისკენ მიმავალი გზა არ არის ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ. მაგრამ, შესაძლოა, რომ ყველაფერი მაინც კარგადაა - ეს ნიშნავს, რომ ჯერ დაკარგული არაფერია!

„როდესაც რთულ პერიოდს წააწყდები, იცოდე, რომ სამყარო გამოწვევებს, გასანადგურებლად არ გიგზავნის. ისინი, შენთან იმიტომ იგზავნება, რომ გაიზარდო, განვითარდე და გაძლიერდე“.

როდესაც დაბრკოლებას აღმოაჩენთ, შეგიძლიათ დატოვოთ ყველაფერი და ახალი მიზანი იპოვოთ, ან შეგიძლიათ ადაპტირდეთ და გზა განაგრძოთ...

ასეთ დროს, შესაძლოა უარყოფითი აზრებით გაივსოთ - დააიგნორეთ ისინი! გახოვდეთ, რომ ეს ფიქრები სულაც არ შეესაბამება სიმართლეს. ის თქვენი შინაგანი კრიტიკოსის ფიქრებია, ის თქვენი შფოთვის ნაყოფია.

შესაძლოა, თქვენს შინაგან კრიტიკოსს ან თქვენს შიშებს ყველაფრის მიტოვება სურდეთ, მაგრამ თქვენც გსურთ დატოვება?

თუ არა, განაგრძეთ წინსვლა. თქვენ გადალახავთ ამას, ისევე, როგორც თქვენ უკვე გადალახეთ ყველა სხვა დაბრკოლება. თქვენ შეგიძლიათ გადალახოთ ეს სიტუაცია, როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს ის.

გაიხსენეთ, რა სასიამოვნოა დაბრკოლების გადალახვა, სიტუაციის დაძლევა, საკითხის მოგვარება. ამ კმაყოფილებას მაშინვე იგრძნობთ, როგორც კი პრობლემას მოაგვარებთ.

ნამდვილი ბედნიერება სწორედ დაბრკოლებების გადალახვისას იბადება.

ნებისმიერი ნეგატიური სიტუაციის გასაღები არის გზის გაგრძელება ამიტომ, არ მისცეთ საკუთარ თავს დანებების უფლება. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი ცუდად ჩანს. მაგრამ გაიხსენეთ თქვენი გამარჯვებები და კიდევ ერთხელ უთხარით საკუთარ თავს: "რაც არ უნდა იყოს რთული, მე შევძლებ ამის გაკეთებას."

შესაძლოა, სხვადასხვა გზის მოძებნა დაგჭირდეთ, შესაძლოა შეცდომებიც დაუშვათ, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია. რაც უფრო რთულია დაბრკოლება, როდესაც მას უკან მოიტოვებთ, მით უფრო კმაყოფილი იქნებით.

მთავარია არ დანებდეთ. განაგრძეთ. გააგრძელეთ ცდა. თქვენს მიზანთან აუცილებლად მიხვალთ.