LIFE

3 გაკვეთილი მარტინ ლუთერ კინგისგან: როგორ გადავლახოთ ყველაზე რთული სიტუაციები

3 გაკვეთილი მარტინ ლუთერ კინგისგან: როგორ გადავლახოთ ყველაზე რთული სიტუაციები

"თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ დარბიხარ, მაშინ იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იხოხე, ოღონდ არასდროს შეწყვიტო წინსვლა".

მარტინ ლუთერ კინგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურაა - ის დაუღალავად იბრძოდა ხალხის უფლებებისთვის. მისმა აქტივობამ მნიშვნელოვანად შეცვალა სამყარო, როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო თვალსაზრისით. ეს ადამიანი, უკვე მრავალი ათწლეულია, საზოგადოების შთაგონების წყაროა. ამის მიზეზი ისაა, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, მან შეძლო დაბრკოლებების გადალახვა და სამყარო უკეთესი გახადა.

პირველი გაკვეთილი: დაბრკოლებების მიუხედავად, არასოდეს შეწყვიტო წინსვლა

ნებისმიერ სიტუაციაში, შეიძლება წინააღმდეგობა შეგვექმნას და დაბრკოლებებს გადავაწყდეთ. ხშირად, ამის მიზეზი გარემო და ჩვენს გარშემო არსებული სისტემებია. თუმცა, თუ ეს შეგვაჩერებს, ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ მიზნებს და ვერასდროს შევცვლით სამყაროს.

მეორე გაკვეთილი: გჯეროდეს საკუთარი თავის

ზოგჯერ ჩვენ რაღაც იდეის გვჯერა, მაგალითად იმის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ამის პარალელურად კი, ვხედავთ, რომ სამყაროში არსებობს უსამართლობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ ამის შეცვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ მოდუნების უფლება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და მოქმედება - მაშინაც კი, თუ ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, რომელიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის.

მესამე გაკვეთილი: ერთ ადამიანს შეუძლია შთააგონოს ათასობით ადამიანი

მარტინ ლუთერ კინგმა გამოიყენა თავისი საუკეთესო უნარები - ორატორული ნიჭი და დარწმუნების ძალა, რათა შეეცვალა ადამიანების აზროვნება და შთაეგონებინა ისინი, მასთან ერთად შეეცვალათ სამყარო.

ჩვენ ყველას გვაქვს სხვადასხვა უნარები და ძლიერი მხარეები, რათა სხვები შთავაგონოთ და შევცვალოთ საზოგადოება. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი იდეა მხოლოდ ირგვლივმყოფებს მოიცავს თუ მთელს მსოფლიოს, ის ფასეულია. ჩვენ შეგვიძლია შთავაგონოთ ადამიანები. მაშინაც კი, თუ ამ მოგზაურობას მარტო დავიწყებთ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სხვები, რომლებიც მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დაგვეხმარებიან.

უბრალოდ გადადგი პატარა ნაბიჯი და გააგრძელე.