ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ? - ენ ჰეთეუეის სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი
- 29.03.2022
წარმოიდგინეთ: ოთახში უამრავ უცნობ ადამიანთან ერთად ემყოფებით, თქვენ კი მოშორებით მხოლოდ ერთ მათგანს ხედავთ - მხოლოდ ის გაინტერესებთ. ექსპერტების აზრით, ადამიანის შეყვარებას წამის მეხუთედი სჭირდება. და გამოკითხულთა 34% ამტკიცებს, რომ ერთი ნახვით სიყვარული გამოუცდია. სწორედ ეს განიცადა ენ ჰეთეუეიმ, როდესაც მომავალი მეუღლე, ადამ შულმანი დაინახა...
როდესაც ადამ შულმანი პირველად დაინახა, ენ ჰეთევეიმ გაიფიქრა, რომ ამ კაცს, ცოლად გაჰყვებოდა
ძალიან რთულია ენ ჰეთეუეის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის მოპოვება, თუმცა მისი და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია, მსახიობმა თავად გვიამბო. წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს, საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნო.
”ჩვენ მაშინვე მოგვეწონა ერთმანეთი, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ერთად ვყოფილიყავით” - ამბობს მსახიობი.
როდესაც ენ ჰეთევეიმ პირველად დაინახა ადამ შულმანი, მან იცოდა, რომ ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული.
"გავიფიქრე - მე ცოლად გავყვები ამ კაცს. შეხვედრის წამიდანვე ვიცოდი, რომ ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული“.
ადამ შულმანი, ენის მსგავსად მსახიობია, მაგრამ, ამასთან ერთად, ის რეჟისორი და სამკაულების დიზაინერია. სწორედ მას ეკუთვნის ენ ჰეთეუეის ნიშნობის ბეჭდის დიზაინიც.
ქორწინების 10 წელი, 2 შვილი და გამოწვევებით სავსე ცხოვრება
წყვილი 2012 წელს დაქორწინდა. 4 წლის შემდეგ, ენსა და ადამს პირველი შვილი, ჯონათანი შეეძინათ, ხოლო მეორე შვილი, ჯეკი 2019 წელს მოევლინა სამყაროს.
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობს, შვილოსნობასთან დაკავშირებით რიგი პრობლემები ჰქონდა. შემდეგ კი, არც ორსულობა ყოფილა ადვილი.
„ყველამ, ვისაც შვილოსნობის პრობლემები აქვს და ახლა გადის ჩასახვის რთულ გზას, მინდა იცოდეს, რომ ეს არც ჩემთვის ყოფილა ადვილი, არც ერთ ორსულობაზე. მაგრამ, მე ეს შევძელი. ჩვენ ეს შეგვიძლია. გიგზავნით დამატებით სიყვარულს.”
სიყვარულმა ენ ჰეთევეი, უკეთესობისკენ შეცვალა
„როდესაც მას შევხვდი, უბრალოდ შევხედე და გავიფიქრე: „აჰა, ეს შენ ხარ!“. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა ჩვენი პირველი პაემანი იყო, უბრალოდ ვსაუბრობდით და ვაკვირდებოდით, როგორ გაგრძელდებოდა. ვიღაცამ მკითხა, რა მოხდებოდა, თუ ერთმანეთს ვერ გავუგებდით? მე ვფიქრობდი, რომ ამ შემთხვევაში, უბრალოდ სადმე ერთად წავიდოდით და ეს იქნებოდა ჩვენი ცხოვრების მხოლოდ ერთდღიანი ისტორია. მაგრამ თუ გავუგებდით, ალბათ დავქორწინდებით. ჩვენ წავედით პირველ პაემანზე და ამის შემდეგ, არასოდეს გავჩერებულვართ.”
„მან გააძლიერა ჩემი უნარი, ამ სამყაროში თავი კომფორტულად ვიგრძნო. მე მჭირდება ჩემი ქმარი. მისმა უნიკალურმა და სპეციფიკურმა სიყვარულმა შემცვალა. ამან უფრო გამიჩინა სხვების მიმართ ნდობა და დავინახე, თუ სინამდვილეში მე ვინ ვარ... როდესაც ის ოთახში შემოდის, მე ვანთებ - ამას კი, ვერაფერს ვუხერხებ.”
„ნამდვილად იღბლიანი ვარ, რადგან ჩემი ბედნიერება ვიპოვე. ვგრძნობ, რომ ის ჩემი სახლია. როცა ის და მე ერთად ვართ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სახლში ვარ.“
თემები: წყვილი, ქალები, სიყვარულის ისტორია, ენ ჰეთევეი