LIFE

ყველა თქვენი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ...

ყველა თქვენი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ...

1. რეგულარულად ივარჯიშებთ

კვირაში 2-3-ჯერ ვარჯიში დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ასე თავიდან აიცილებთ სახსრებისა და წელის/ზურგის ტკივილს, ხოლო თქვენი სხეული, უჩვეულო ენერგიით აივსება.

2. გონივრულად მიუდგებით ფინანსებს

დამწყებთათვის: თუ ამის ორჯერ ყიდვა არ შეგიძლია, არ იყიდო.

პროფესიონალებისთვის: თუ ეს შენი შემოსავლის 10%-ზე მეტი ღირს, მაშინ არ იყიდო.

ბრძენთათვის: თუ ეს ფულის გამომუშავებაში არ დაგეხმარება, მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდე, თუ ფასს არ უყურებ.

3. აირჩევთ იმ პროფესიას, რომელიც გიყვართ

სიყვარულისა და ინტერესის გარეშე მუშაობა, სტრესისა და დეპრესიის წინაპირობაა. თუ უკვე არასწორად აირჩიე პროფესია, იფიქრე სამსახურის შეცვლაზე, საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ან ახალი კარიერული გზის გაკვალვაზე. ბედნიერებისთვის გვიანი არასოდესაა!

4. გეყოლებათ 3 ნამდვილი მეგობარი

ნამდვილ მეგობრებს უნდათ, რომ წარმატებული და ბედნიერი იყო. მათ არა მხოლოდ სურთ ეს, არამედ გეხმარებიან კიდეც. მაშინაც კი, თუკი გზას დაკარგავთ, ისინი თქვენთან არიან, რათა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარონ. იპოვეთ ასეთი ადამიანები.

5. გექნებათ შემოსავლის მეორე წყარო

თუ ამჟამინდელი სამსახური ვერ აკმაყოფილებს თქვენს ყველა საჭიროებას, იპოვეთ დამატებითი შემოსავალი. დაიმატეთ რამე ისეთი სამსახური, რისი კეთებაც სახლიდან ან სამსახურის შემდეგ შეგიძლიათ. კვირაში რამდენიმე საათი დიდი დრო არ არის, მაგრამ დამატებითი შემოსავალი ნამდვილად წაგადგებათ!