LIFE

ვნება თუ სიყვარული? - როგორ უნდა გაიგოთ, რომ გრძნობა ნამდვილია

ვნება თუ სიყვარული? - როგორ უნდა გაიგოთ, რომ გრძნობა ნამდვილია

სიყვარული! 

ვნება თუ სიყვარული? - როგორ უნდა გაიგოთ, რომ გრძნობა ნამდვილია

ყველაფერი, რაც სიყვარულზე შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ იგი საჭიროებს დათმობებს, ახასიათებს ვალდებულებები, აქვს კომუნიკაციის განსაკუთრებული და განსხვავებული სპეციფიკა, მოითხოვს დროს და ძალისხმევას!

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი რამ, რაც სასყვარულო ურთიერთობებს ახასიათებს, ის არის, რომ ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მეწყვილეებს უფლებას დაგვინახონ ისეთები, როგორებიც რეალურად ვართ! ისინი შეულამაზებლად ხედავენ, როგორც ჩვენს ძლიერ მხარეებს, ასევე სისუსტეებსაც. ისინი გვიცნობენ ბედნიერებს, უბედურებს, მშვიდებს, აღელვებულებს, გვხედავენ მთის მწვერვალებზე და უფსკრულის პირას. 

ვნება!

ვნება თუ სიყვარული? - როგორ უნდა გაიგოთ, რომ გრძნობა ნამდვილია

ვნების შემთხვევაში, ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულები. როცა ადამიანების მიმართ ვნება გაგვაჩნია, მათგან ყოველთვის ველით რაიმეს, რასაც ჩვენ გამო გააკეთებენ. სიყვარულისგან განსხვავებით, ორ ადამიანს ერთმანეთის მიმართ მიზიდულობა და ლტოლვა ამოძრავებთ, მათ არ სჭირდებათ ერთმანეთის სრულყოფილად და ბოლომდე გაცნობა. მსგავს გრძნობაზე დაფუძნებული ურთიერთობები არც იმდენ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რამდენიც საჭიროა სიყვარულის შემთხვევაში. 

პაემნებისა და ადამიანთან შეხვედრებისთვის სექსუალური მიზიდულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ურთიერთობა განავითარო. ეს არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა წყვილის გრძნობა სიყვარულში გადაიზარდოს ან პირიქით! 

ვნება იწვევს ისეთ განცდას, რომელიც ძალიან გავს გამუდმებული წყურვილის შეგრძნებას. ასევე, გვხდის შეპყრობილს ერთი კონკრეტული ადამიანით და იწვევს დამოკიდებულებასაც. 

სიყვარული თუ ვნება?

ვნება თუ სიყვარული? - როგორ უნდა გაიგოთ, რომ გრძნობა ნამდვილია

ამ ორ გრძნობას შორის განსხვავების მისახვედრად, საკუთარი გრძნობებისთვის ზუსტი და სწორი სახელის შესარჩევად, საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ რა განასხვავებს ერთს მეორესგან. როგორი ნიშნები ახასიათებს სიყვარულსა და ვნებას. 

სიყვარულის ნიშნებია: 

ვნება თუ სიყვარული? - როგორ უნდა გაიგოთ, რომ გრძნობა ნამდვილია

დროის უმეტესი ნაწილის გატარება საწოლს გარეთ გსურს!

ადამიანთან საუბარი, რომელიც გიყვარს, შენთვის ამაღელვებელია და შეგიძლია ისაუბრო საათობით. 

თქვენ ერთმანეთის ბედნიერებას უზრუნველყოფთ. 

მისი არსებობა, ერთგვარი მოტივატორია იყო უკეთესი პიროვნება!

გამუდმებით გაქვს იმის სურვილი, ემეგობრო მის მეგობრებს და იურთიერთო მის ოჯახის წევრებთან!

ვნებასა და ლტოლვას ახასიათებს შემდეგი:

ვნება თუ სიყვარული? - როგორ უნდა გაიგოთ, რომ გრძნობა ნამდვილია

მთლიანად პარტნიორის გარეგნობასა და სხეულზე ხარ ფოკუსირებული. 

მნიშვნელოვანია, დაკავდე სექსით მასთან, სხვა დანარჩენი, მეორეხარისხოვანია. 

ურთიერთობის არსებული მდგომარეობა სავსებით გაკმაყოფილებს, არასოდეს გსურს ისაუბრო მომავალსა და სამომავლო გეგმებზე!

სექსის შემდეგ, მალევე გსურს მისი სახლიდან წამოსვლა. ასევე, არასოდეს გიჩნდება სურვილი იურთიერთო მის მეგობრებთან!

განასხვავეთ ერთი გრძნობა მეორესგან და ზუსტად გაიაზრეთ რა გსურთ თქვენი პარტნიორისგან! 



allwomenstalk.com