სილამაზე

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

ზამთრის სუსხიანი დღეები, მხოლოდ ჩვენს სახის კანს არ აშრობს. ჩვენი თმები სიცივეში ძალიან ბევრ მინერალს კარგავს და მარტივად ზიანდება. გარდა ამისა, სხვა დამატებითი პროცედურები, რომლებსაც ჩვენს თმებს ვუტარებთ, საკმაოდ აზიანებს მას. 

ყველაზე კარგ, თმის მოვლის საშუალებად, ბუნებრივია, ნატურალური პროდუქტი ითვლება. სწორედ ის, რაც სახლში ყველას გვაქვს. ამიტომ, გაცილებით მარტივია ჩვენი თმის სიჯანსაღეზე ზრუნვა და მისი მოვლა. 

TREND. გთავაზობთ რამდენიმე ნატურალური და ბუნებრივი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც დაიცავს თქვენს თმას დაზიანებისგან, აღადგენს მის ბუნებრივ ბზინვარებას და საუკეთესოდ დაატენიანებს მას:

1. ზეითუნის ზეთი 

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

დროა, ამ შესანიშნავ ბუნებრივ სითხეს სასწაულმოქმედი ზეთიც ვუწოდოთ! გარდა ყველა დანარჩენი სიკეთისა, ზეთუნის ზეთი ატენიანებს გამომშრალ თმას და მატებს მას ბზინვარებას. როცა საქმე თმის ზეთებს ეხება, ზეითუნის ზეთი, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და სწორედ ამის გამო იკავებს იგი ჩვენს ჩამონათვალში პირველ ადგილს! 

კარგი ეფექტისთვის ზეითუნის ზეთი, სასურველია, შეათბოთ. თბილი ზეთი წაისვით თმაზე და გადაინაწილეთ თანაბრად. თმაზე დაიფარეთ საშხაპე ქუდი, რომელიც თქვენი თმის ტენიანობას უზრუნველყოფს, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ შამპუნი, პროცედურა კი რეგულარულად გაიმეორეთ ყოველ კვირას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ, მას კი, გპირდებით ძალიან მალე მიიღებთ. 

2. ძმარი

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

რამდენჯერ მოგისმენიათ თქვენი ბებიებისგან რჩევა, რომელიც ბანაობის შემდეგ, თმაზე ძმრის გადავლებას გულისხმობს? ეს მეთოდი ძველია, თუმცა საკმაოდ ეფექტური. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გამომშრალ და დაზიანებულ თმას ეხება. ნუ შეგაშინებთ ძმრის უსიამოვნო სუნი, იგი თმაზე არ რჩება. სამაგიეროდ, ყოველი პროცედურის შემდეგ, თქვენი თმა სასწაულებრივად ბზინვარე ხდება. გადაივლეთ ძმარი ბანაობის შემდეგ სველ თმაზე ან ერთი სუფრის კოვზი შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ დაახლოებით, 5-დან 10 წუთამდე! კვირის განმავლობაში ეს მეთოდი მხოლოდ ორჯერ გამოიყენეთ და სასიამოვნო შედეგსაც ძალიან მალე იხილავთ!

3. კვერცხი 

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

ნუ ჩაუვლით თქვენს სამზარეულოს გვერდს, თუ თქვენი თმა დაზიანებულია და მის საუკეთესო აღმდგენს ეძებთ. გამოაღეთ მაცივრის კარი და დაავლეთ ხელი კვერცხს! აღსანიშნავია, რომ კვერცხი, განსაკუთრებით კი მისი გული, მდიდარია ცილებით და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებს და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალურ საშუალებად მიჩნევა! კვერცხის გულს შეურიეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, მიღებული მასა გაინაწილეთ მთლიან თავზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ შამპუნი!

4. ლიმონი და თაფლი

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

თმის დაზიანების წინააღმდეგ, ლიმონისა და თაფლის გამოყენება, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ლიმონი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, თაფლი კი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. თმის ნიღბის დასამზადებლად, ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ თაფლს და დაუმატეთ ერთი ფინჯანი წყალი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და ეცადეთ თავის კანს არ შეეხოთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

5. მინერალური წყალი

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

მინერალური და გაზიანი წყალი, ისეთი, როგორიცაა, ბორჯომი, ნაბეღლავი, ლიკანი და ა.შ. ერთ-ერთ საუკეთესო თმის მოვლის ბუნებრივ საშუალებად ითვლება. მასში ხომ ნახშირორჟანგი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა. გაზიანი და მინერალური წყალი ეხმარება თმას აღიდგინოს ტენიანობა. 

6. მაიონეზი 

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

მაიონეზი კვერცხისა და ცხიმისგან მზადდება, რაც თქვენს თმას შეუდარებელ ბზინვარებას მიანიჭებს და შეამციირებს დაზიანებასა და სიმშრალეს. ნიღბის დასამზადებლად, მაიონეზს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. შეიხვიეთ თმა საშხაპე ქუდით, გაიჩერეთ ნიღაბი, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. 

8. ლუდი 

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას სახლის პირობებში

თმის დაზიანების დასამარცხებლად, ბუნებრივ საშუალებებს შორის, ლუდი განსაკუთრებით ეფექტურია! 

გადაივლეთ ლუდი შამპუნის გამოყენების შემდეგ და ნახავთ, როგორ დარბილდება და იკაშკაშებს თქვენი თმა. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, ლუდის ნიღბის დამზადებაც. ამისათვის დაგჭირდებათ: 4 სუფრის კოვზი ლუდი, 3 სუფრის კოვზი რძე. ეს ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთს და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლით და გამოიყენეთ შამპუნი!



allwomenstalk.com