დროა ცხოვრების ტემპი შეანელოთ - 3 ივნისამდე, მერკური კვლავ რეტროგრადულია
- 10.05.2022
ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში, თამამად შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ ეს მერკურის ბრალია და გაიღიმოთ - 10 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ძლევამოსილი მერკური რეტროგრადული იქნება.
რა არის „რეტროგრადული მოძრაობა“ ?
როგორც ამბობენ, პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა, ადამიანთა ცხოვრებებაში წარსულ მოვლენებსა თუ ადამიანებს „აბრუნებეს“. ზოგადად, ეს არის მოძრაობა, ტრანზიტი, რომლის დროსაც პლანეტა, ჩვენთან შედარებით უკუსვლით მოძრაობს. ამ მოძრაობის შედეგი, როგორც წესი, დამაბნეველია. მაგალითად, როდესაც ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, რომანტიკა უცნაური ხდება.
რას უნდა ველოდოთ?
ცნობილია, რომ ეს ტრანზიტი არ არის მარტივი. რატომ? ამ სირთულის ნაწილი გამომდინარეობს იქიდან, რომ მერკური, რეტროგრადული მოძრაობის დროს ორ ნიშანს კვეთს. ის მოძრაობას ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში დაიწყებს და შემდეგ, 23 მაისს, კუროს ნიშანში გააგრძელებს. ხოლო 3 ივნისს, მისი მოძრაობა გასწორდება.
ერთი რამ, ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ის, რომ ის გადადის ცვალებადი ჰაერის ნიშნიდან, მიწიერი და სტაბილური კუროს ნიშანში. ამიტომ, რეტროგრადული მოძრაობის ეფექტი იქნება მრავალმხრივი და წინააღმდეგობრივიც კი.
უფრო ზუსტად:
როდესაც მერკური ტყუპების ნიშანშია, კომუნიკაცია სუპერ დატვირთული და სწრაფია. ჩვენ ვგრძნობთ, რომ უამრავი იდეა, აზრი თუ სიტყვა გვაქვს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს უნდა გავუზიაროთ. ეს პერიოდი შეიძლება დახასიათდეს როგორც ხალისიანი, ბრწყინვალე, მარტივი საუბრებითა და კრეატივით დატვირთული.
მაგრამ როდესაც მერკური ტყუპებში რეტროგრადულად მოძრაობს, კომუნიკაციაც თავის ყველაზე მძიმე ფორმას იღებს - ჭორები, ჭორები და ჭორები. მართალია სიტყვების წარმოთქმა კვლავ ადვილია, მაგრამ უფრო მზაკვრული განზრახვით. ეს არის მერკურის ჩრდილოვანი ფორმა, რომელიც უკუბრუნდება იმ ნიშნით, რომელიც უყვარს. შესაბამისად, ტრანზიტის პირველმა ნაწილმა შეიძლება გვაგრძნობინოს, რომ სამყარო ბოროტი ჭორებითა და დაუზუსტებელი ინფორმაციითაა სავსე.
თუმცა, დაახლოებით 23-ში, მერკური კუროში გადაინაცვლებს. თუ მერკური ტყუპებში სწრაფი და მრისხანეა, კუროში სიმშვიდესა და სტაბილურობას გრძნობს.
მაშ, როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს ყველაფერი რეტროგრადული მოძრაობის დროს? კუროს ფაზა შეანებელს სხვათა სიტყვების მიღებასა და გააზრებას, ხოლო შეტყობინებების გაგზავნას, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს. მაგრამ ასეთი შენელება მისასალმებელი იქნება ტყუპებში მერკურის რეტროს გიჟური ქარიშხლის შემდეგ.
რეკომენდაციები?
დატკბით ცხოვრების შენელებული ტემპით, თვალი გადაავლეთ გასულ პერიოდს და გაანალიზეთ, სად ხართ და საით მიდიხართ.
ყურადღება მიაქციეთ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანთან დაკავშირებულ თემებს: ტყუპებში მოძრაობის დროს მეტი ყურადღება გამოიჩინეთ კომუნიკაციის ფორმების მიმართ, ხოლო კუროში ტრანზიტისას, კი დავაკვირდეთ რესურსებს და გაანალიზეთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება ჯანმრთელობის, ფინანსების, სამსახურის და ზოგადად, მატერიალური სამყაროს მიმართ.
23 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, განსაკუთრებით მომწიფებული ეტაპია, რათა ისაუბროთ ფიქსირებული კუროს ფავორიტ თემებზე: სიყვარულსა და ბიზნესზე.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ მოაწეროთ ხელი კონტრაქტს, არ დადოთ მარადიული სიყვარულის პირობა და არ აჩქარდეთ მანამ, სანამ მერკური კუროს ზოდიაქოს ნიშანში არ გადავა.
თემები: ასტროლოგია
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია