LIFE
რამდენად კარგად იცნობთ კაცებს? - 5 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
- 10.05.2022
-
კაცებსაც მოსწონთ ხანგრძლივი ჩახუტება
ქალბატონებო, ყველა მამაკაცი არ არის სექსუალური ცხოველი! მათ ძალიან უყვართ ხანგრძლივი, თბილი ჩახუტება. უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მკლავებში მოქცეული საყვარელი ქალის სხეულის სითბო. ეს სიმშვიდისა და სიყვარულის ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა!
-
კაცები უსიტყვოდ ვერ ხვდებიან, რა გსურთ
დიახ, კაცები ვერ კითხულობენ თქვენს ფიქრებს. გთხოვთ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ყოველთვის მიხვდებიან როგორ გრძნობთ თავს, სად გსურთ ჭამა და საერთოდ, გინდათ თუ არა სადმე წასვლა. უფრო მეტიც, კაცები მინიშნებებსაც ცუდად კითხულობენ. ამიტომ, ნუ გაბრაზდებით და ნუ დაადანაშაულებთ! უბრალოდ პირდაპირ თქვით თქვენი სათქმელი.
-
კაცებსაც სჭირდებათ ყურადღება
ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ კაცებს არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. დისტანციური და უხეში მამაკაცური გარსის ქვეშ ცხოვრობს დაუცველი არსება, რომელსაც ისევე სჭირდება ზრუნვა, როგორც თქვენ. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ აჩვენოთ საყვარელ კაცს სიყვარული და ყურადღება. მაშინაც კი, თუ ემოციებს არ გამოავლენენ, შინაგანად კმაყოფილები და ბედნიერები იქნებიან.
-
კაცებს უყვართ თქვენი გაცინება
ქალბატონებო, თამამად გაიცინეთ! მაშინაც კი, თუ თქვენი მამაკაცი მსოფლიოში საუკეთესო იუმორითა და მხიარული ხასიათით არ გამოირჩევა, მაინც გიჟდება თქვენს სიცილზე. განსაკუთრებით კი, თუ თქვენი სიცილის მიზეზი თავადაა.
-
კაცებს მაკიაჟისა და ლამაზი ტანსაცმლის გარეშეც მოეწონებით
თუ კაცს უყვარხართ, მას უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ დილით, ახალგაღვიძებული და არა მხოლოდ სადღესასწაულოდ გამოწყობილი. მას უყვარხართ მაშინ, როცა ყველაზე ლამაზი კაბა გაცვიათ და მას უყვარხართ მაშინაც, როცა სახლის ხალათში ხართ გადახვეული. მეტიც, ისინი ბევრად აფასებენ იმას, ვინც სინამდვილეში ხართ და არა იმას, ვის ჩვენებასაც საზოგადოებისთვის ცდილობთ!
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია