სილამაზე
გარეგნობის 5 პატარა დეტალი, რომელსაც თქვენს შესახებ ყველაფერს ამბობს...
- 13.05.2022
მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანზე პირველი შთაბეჭდილების შექმნას, დაახლოებით 100 მილიწამი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ვაფასებთ მათ სოციალურ სტატუსს, ინტელექტს და ვაანალიზებთ, რამდენად წარმატებულები არიან ისინი...
- თუ ხშირად წითლდებით, უბრალოდ შესანიშნავია!
ადამიანებს, რომლებიც ადვილად წითლდებიან, ხშირად არ მოსწონთ ეს თვისება. თუმცა, გაწითლების უნარი გარშემომყოფებს მხოლოდ დადებით ემოციებს გადასცემს. ჯერ ერთი, გაწითლების იმიტაცია შეუძლებელია - ეს სხვა ადამიანებს ეუბნება, რომ გულწრფელი ხარ.
მეორეც, გაწითლება, საპირისპირო სქესის ადამიანებისთვის, მიზიდულობას აძლიერებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პოტენციური პარტნიორები უფრო ადვილად ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ადვილად წითლდებიან, ვიდრე მათ, ვისი გაწითლებაც შეუძლებელია!
- ხოლო თუ ტკბილეული გიყვართ, ესეც არაჩვეულებრივია.
ტკბილი საკვების სიყვარული არც ისეთი ცუდი თვისება არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დიახ, ცხადია თქვენი კბილები და ზოგადად, თქვენი სხეული არ გიჟდება შაქრის ხშირ და დიდ პორციებზე, მაგრამ არაუშავს - გარშემომყოფები გიჟდებიან!
ადამიანები ფიქრობენ, რომ პიროვნება, რომელსაც ტკბილეულობა ძალიან უყვარს, საყვარელი, მეგობრული და გულწრფელია.
- გასაოცარია, მაგრამ თქვენი ფეხსაცმელი, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს...
კანზასელი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფეხსაცმელს იმაზე მეტის თქმა შეუძლია ადამიანზე, ვიდრე ყველაზე დეტალურ რეზიუმეს.
ნერვიულ ადამიანებს უყვართ ვიწრო ფეხსაცმელი. როგორც წესი, მათი ფეხსაცმელები ახალია და შესანიშნავად გამოიყურება (თუნდაც საშინელი ამინდი იყოს). ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყურებიან და რას ფიქრობენ სხვები მათზე.
პრაქტიკული ფეხსაცმელი კი ნიშნავს, რომ მათი პატრონი სასიამოვნო ადამიანია. ასეთ ადამიანებს არ რცხვენიათ საზოგადოებაში ძველი სპორტული ფეხსაცმლის გამოჩენა - კომფორტი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
- იცოდით, რომ ფრჩხილების კვნეტა, პერფექციონიზმის ნიშანია?
ფრჩხილების კვნეტა ცუდ ჩვევად ითვლება, რომელიც ნერვიულობის გამოხატულებაა. მაგრამ თანამედროვე მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ჩვევა, რეალურად პერფექციონიზმის ნიშნია.
პერფექციონისტები ფრჩხილებს იჭამენ არა იმიტომ, რომ ნერვიულობენ, არამედ იმიტომ, რომ უსაქმობას განიცდიან. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრების ყოველი წუთი სასარგებლო უნდა იყოს. ნებისმიერ სიტუაციაში, პერფექციონისტები ყველაფერს გააკეთებენ, გარდა უმოძრაოდ ჯდომისა.
მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს ქცევა არ არის ნორმალური, რადგან სიზარმაცე ჯანმრთელობისთვის კარგია.
- ხოლო თვალის ფერი პიროვნულ თვისებებთან არის დაკავშირებული.
ასობით წლის განმავლობაში, მკითხავები თვალის ფერის მიხედვით განსაზღვრავდნენ, ადამიანს როგორი ბედი ელოდა. მაგრამ ეს სისულელეა.
თუმცა, შვედეთის ორებროს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენები, რომლებიც შუბლის წილს აყალიბებენ, გავლენას ახდენენ ჩვენი თვალების ფერზე. სწორედ შუბლის წილში მდებარეობს ქცევის ცენტრები - რაც ნიშნავს, რომ ერთი თვალის ფერის მქონე ადამიანებს, შესაძლოა იგივე ცხოვრებისეული ღირებულებები ჰქონდეთ.
ასე რომ, როდესაც ახალ ადამიანს გაიცნობთ, დააკვირდით მის თვალებს - შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევარი ამოიცნოთ!