სილამაზე

მშრალი თმა და ქერტლი? გაიცანით 3 საუკეთესო ზეთი თქვენი თმისთვის

მშრალი თმა და ქერტლი? გაიცანით 3 საუკეთესო ზეთი თქვენი თმისთვის

ქოქოსის ზეთი, არგანის ზეთი, აბუსალათინიზეთი... ალბათ გსმენიათ, ამ მათი სასწაულმოქმედების შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რას აკეთებენ ეს ზეთები და რა განსხვავებაა მათ შორის?

 
  1. ოქოსის ზეთი


ქოქოსის ზეთი, თმის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. ის მოქმედებს როგორც დამცავი საშუალება, აღადგენს დაზიანებულ თმას, აჩერებს თმის ცვენას და ამასთან,  ხელს უწყობს თმის ზრდას. განსაკუთრებული თვისებების წყალობით, ქოქოსის ზეთი აორთქლების ნაცვლად, თმის ღერში რჩება. სწორედ ამიტომ, ის თმის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ქოქოსის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ამიტომ, უფრო ღრმად აღწევს თმაში, ვიდრე ჩვეულებრივი კონდიციონერები. შედეგად კი თმა რბილი, აბრეშუმისებრი და ბზინავარეა.  
 
  • ოგორ გამოვიყენო?


თუ თქვენი სკალპი ხიმიანია, ქოქოსის ზეთი წაისვით მხოლოდ თმის ღერზე, ხოლო თუ მშრალი, წაისვით თავის კანზეც. ქოქოსის ზეთი ოთახის ტემპერატურაზე მყარია, ამიტომ, გირჩევთ გაათბოთ და ოდნავ გაადნოთ, რაც ბევრად გაადვილებს წასმის პროცესს. გაიჩერეთ თმაზე 30-40 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ შამპუნით. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
  1. არგანის ზეთი

არგანის ზეთი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მაროკოს ზეთი, მდიდარია ისეთი სასარგებლო ინგრედიენტებით, როგორიცაა ვიტამინი E, ფერულის მჟავა და ცხიმოვანი მჟავები. ასევე, ეს პროდუქტი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ებრძვიან ულტრაიისფერ სხივებს. არგანის ზეთის მხოლოდ რამდენიმე წვეთი არა მხოლოდ დაიცავს თქვენს თმას სიცხისგან, არამედ გამოკვებავს და დაატენიანებს მას. გასაკვირი არ არის, რომ ამ ზეთს "თხევად ოქროსაც" უწოდებენ - არგანის ზეთი არ არის ისეთი ცხიმიანი, როგორც ქოქოსის ზეთი, ამიტომ იდეალურია უფრო ხშირი გამოყენებისთვის.
  • ოგორ გამოვიყენო?

წაისვით რამდენიმე წვეთი ხელისგულზე და თანაბრად გაანაწილეთ სველ ან მშრალ თმაზე. ქოქოსის ზეთისგან განსხვავებით, არ შეიზილოთ თავის კანზე. საუკეთესო შედეგისთვის, გამოიყენეთ ყოველდღიურად.
  1. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი ეფექტური საშუალებაა თმის ზრდისთვის, რადგან ის შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ვიტამინი E, მინერალები და ცილები. აბუსალათინის ზეთი, ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელთა დახმარებითაც, ის თმას აძლიერებს, აჯანსაღებს და არბილებს. თუ თქვენ ამ ზეთს ანიჭებთ უპირატესობას, ჩვენი რეკომენდაციაა აირჩიოთ ცივი დაწურვის, 100% ბუნებრივი აბუსალათინის ზეთი. მის სასარგებლო თვისებებს შორისაა: თმის ცვენის კონტროლი, სკალპის ინფექციების და ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლა (სოკოს საწინააღმდეგო თვისებების გამო), თმის კონდიცირება, დატენიანება და ბოლოების გაყოფის პრევენცია.
  • ოგორ გამოვიყენო?

აბუსალათინის ზეთი ძალიან სქელი კონსისტენციისაა, ამიტომ უმჯობესია შეურიოთ თხელ ზეთებს, მაგალითად ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი. ასე, ბევრად ადვილია მისი წასმა. არგანის ზეთისგან განსხვავებით, შეიზილეთ თმის ძირებში და დაიტოვეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, თუნდაც მთელი ღამით! გაიმეორეთ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.