LIFE

"იქნებ ის ფიქრობს, რომ უკვე ძალიან ბებერი ვარ" - ჯორჯ და ამალ კლუნების სიყვარულის ისტორია

"იქნებ ის ფიქრობს, რომ უკვე ძალიან ბებერი ვარ" - ჯორჯ და ამალ კლუნების სიყვარულის ისტორია

ჯორჯ კლუნი მსახიობი და ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ხოლო ამალ კლუნი პრესტიჟული ადვოკატი. ერთი ამერიკელი, ხოლო მეორე - ბრიტანელი. შესაძლოა ასე დაიწყოს მათი სიყვარულის ისტორიის თხრობა. ისტორიის, რომელშიც მთავარი როლი, კუპიდონმა ითამაშა...

2013 წლის ივლისში, ბედმა ჯორჯ კლუნი ამალ ალამუდინს შეახვედრა. ეს მოხდა კომოს ტბაზე, იტალიაში.


გავიფიქრე, რომ ის ლამაზი იყო, მაგრამ ამასთან -  მხიარული და აშკარად ჭკვიანი. ის ალბათ ფიქრობდა, რომ მე უკვე ძალიან ბებერი ვიყავი. შემდეგ მან კომოს ტბაზე გადაღებული სურათი გამომიგზავნა და კომუნიკაცია დავიწყეთ. ჩვენ ერთმანეთს მეილებს ვწერდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუზიარებდით რა ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში და გარკვეული პერიოდის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ჩვენ უფრო მეტი ვიყავით, ვიდრე უბრალოდ მეგობრები“.

იმავე წლის ოქტომბერში, ჯორჯი და ამალი ერთად გაემგზავრნენ ლონდონში, შემდეგ კი, შობა სან-ლუკასში გაატარეს. სწორედ კენია გახდა ის ადგილი, სადაც მათი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო.


მე გადავუღე სურათი, სადაც ის იღიმოდა. მოგვიანები ვუთხარი ჩემს მეგობარს: იცი, ვფიქრობ, რომ მას ცოლობა უნდა ვთხოვო“.

2014 წლის 28 აპრილს, მსახიობმა საყვარელ ქალს რომანტიკული ვახშამი მოუმზა -მუსიკისა და სანთლების თანხლებით. ქალს მხოლოდ სანთლების დანთება სთხოვა, როდესაც ამალი მოტრიალდა, კლუნი მის წინ ცალ მუხლზე დაეშვა და ნიშნობის ბეჭედი გაუწოდა.  

20 წუთის შემდეგ, ამალი შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა და „დიახ“ უპასუხა. ჯორჯი იხსენებს, რომ ქალს ეშინოდა, ურთიერთობა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ორივე გრძნობდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.



2014 წლის სექტემბერში ისინი დაქორწინდნენ. მსახიობი 53 წლის იყო, ქალი, კი - 36 წლის. ქორწილის ადგილი სხვა ვერაფერი იქნებოდა, თუ არა ჯადოსნური ვენეცია, მაგრამ რადგან ამალის მშობლებმა დასწრება ვერ მოახერხეს, ერთი თვის შემდეგ ისინი ხელახლა დაქორწინდნენ დიდ ბრიტანეთში.

2017 წელს ისინი მშობლები გახდნენ. თანაც, ტყუპების მშობლები.

ეს სიგიჟე იყო, ყველაფერ სიზმარს გავდა, რომელიც რეალობად გადაიქცა. უცებ ვთქვი: „მე მშობელი ვარ!“

ამალ ალამუდინი, რომელიც ახლა ქმრის გვარს ატარებს, ინტერვიუში ამბობს:

ქორწინება მშვენიერია. ჩემ მეუღლის სახით, მყავს პარტნიორი, რომელიც წარმოუდგენლად შთამაგონებელი და მხარდამჭერია. ჩვენ სახლი სავსეა სიყვარულით და სიცილით. ეს არის სიხარული, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, ადგან ვიპოვე ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული და ვარ მისი შვილების დედა“.

მათი ქორწილის დღიდან 7 წელზე მეტი გავიდა და წყვილი მყარ, სტაბილურ ურთიერთობას ინარჩუნებს. მათი ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების ფოტოები რთული მოსაპოვებელია,  მაგრამ ყოველთვის, როცა წყვილს წითელ ხალიჩაზე ვხედავთ, მათი სიყვარულის ციმციმი, პაპარაცების კამერებს ციმციმს ჩრდილავს. ჩვენ ვიცით, რომ კუპიდონისთვის ასაკი სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ რიცხვები.